თქვენ ალბათ გსმენიათ ინდოელი მსახიობის, პრიანკა ჩოპრეს შესახებ. ეს ქალბატონი ითვლება სილამაზის ეტალონად არა მხოლოდ ბოლივუდში, არამედ მთელ მსოფლიოში. 2000 წელს მან მოიპოვა გამარჯვება კონკურსში ”მის მსოფლიო”. 15 წლიანი კარიერის მანძილზე მან შეიმუშავა თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ქალბატონს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.
პრანკა მიიჩნევს, რომ ქალბატონის თმა და სახის კანი განსაკუთრებულ მოვლასა და გარემოს მავნე ფაქტორებისგან დაცვას საჭიროებს. ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ინდოელი მსახიობი მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს მიმართავს და სხვებსაც ანალოგიურისკენ მოუწოდებს. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობს ინდოელი სილამაზის დედოფლის 2 ნატურალურ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ, ასაკთან შედარებით გამოიყურებოდეთ გაცილებით ახალგაზრდად, მხნედ და ლამაზად.
თმის მოვლა
ინგრედიენტები:
- 250 მლ წყალი;
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
- 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი.
გამოყენება:
- ნიღაბის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ თმა.
- მოამზადეთ წყლის აბაზანა: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით 250 მილილიტრი წყალი და დადგით დაბალ ცეცხზლე.
- პატარა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთი. ჩადგით ის მომზადებულ წყლის აბაზანაში.
- არ მიიყვანოთ წყალი დუღილამდე. ზეთების ნარევი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.
- ზეითუნის ზეთისა და ჟოჟობას ზეთის შემთბარი ნარევი წაისვით მთელ თმაზე სიგრძეზე.
- დაიფარეთ საშხაპე ქუდი ან უბრალოდ შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 20 წუთით.
- ამ დროის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაიბანეთ თავი.
რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება ყოველ კვირაში 1-ხელ, რათა თქვენი თმა ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იყოს.
კანის მოვლა
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ნატურალური იოგურტი;
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
მომზადება:
- მოცემული რაოდენობით იოგურტი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთში.
- მიღებული მასა წაისვით სახის კანზე. მოერიდეთ თვალების გარშემო არსებულ კანს.
- დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 15-20 წუთით.
- ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით ან გვირილის ნაყენით.
არ არის რეკომენდებული ამ ნიღბის გამოყენება სახლიდან გასვლის წინ, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კანის მცირეოდენი შეწითლება. ასეთი ეფექტის მიზეზი რძემჟავაა, რომელსაც იოგურტი შეიცავს. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დაძინების წინ კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ, რათა თქვენი კანი ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იყოს.