40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი XI)

40 საინტერესო ფაქტი  (ნაწილი XI)
Spread the love

✋ 40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი XI)

გამოიწერეთ ჩვენი არხი:
https://www.youtube.com/channel/UC61fyDM1d46TcR_F60xCddQ?sub_confirmation=1 />
💟 თუ მოგწონთ ჩვენი არხი იქნებ დონაციის სურვილიც გაქვთ?
https://www.paypal.me/H1Ta
(სხვა მეთოდების გამოყენებისთვის მოგვწერეთ მაილზე)
historyinterestingfacts1@gmail.com

1. პირველი ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ბავშვობა“ ლევ ტოლსტოიმ 1852 წელს თბილისში დაწერა.

2. ბურთის აუტზე გადაგდება და თამაში შეჩერება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ტრამვირებულია, წესად გარინჩამ და ალტაიერმა შემოიღეს, თუმცა ამბობენ, ამ ჯელტმენურ ჟესტს ყველაზე ადრე ბორის პაიჭაძე აკეთებდა.

3. ქართული თვლის სისტემაში არსებობს სიტყვა ბევრეული, რაც 10 000 ნიშნავს.

4. მუსიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ოპერა ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედია“.

5. იანიტები, ცისტერციანელები, კაპუცინები და ტამპლიერები, ეს არის კათოლიკურ ორდენთა ჩამონათვალი.

6. სპორტს მხიარულება უხდება, მე რომ სერიოზული კაცი ვიყო მილიონი მაყურებლის წინაშე ტრუსიკით ხომ არ გამოვიდოდი, განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან თედიაშვილმა. მისი ოფიციალური მაჩვენებელია 640 მოგება და 2 წაგება.

7. სიმაღლით მკვეთრად განსხვავებული პირისადმი სექსუალურ რტოლვას ანასტიმაფილია ეწოდება.

8. ცნობილი ინგლისელი მწერალი აგატა კრისტი წერის დროს უამრავ გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა, მას სკოლაშიც არ უვლია.

9. დღემდე აღმოჩენილ დინოზავრთა ნაკვალევს შორის ყველაზე დიდი 136 სანტიმეტრიანი ნაკვალევი გადროზავს ეკუთვნის.

10. ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიული რომანი „ახსარება“ ილია ჭავჭავაძის სამაგიდო წიგნი იყო.

11. „მე არ ვარ განდეგილი ბერობის მომხრე, გვწამდეს მაგრამ ვქმნიდეთ“, ეს ოტია იოსელიანის სიტყვებია.

12. ნადირობის წინ ხევსურები ოჩოპინტრეს ევედრებოდნენ „ნადირთ მწყემსო ოჩოპინტრე სენ გეხვეწები მომეც ჯიხვის თავი, მომაკლევინე, სული ხომ შენია ნადირთანი“
ვინც არ იცით, ოჩოპინტრე ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველია.

13. ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და დაიხოცნენ ერთ დღეს, ამ სიტყვებით მთავრდება ალექსანდრე გრინის თითქმის ყველა მოთხრობა.

14. ვეფხვი ადამიანს ყოველთვის ზურგიდან ესხმის თავს, რის გამოც ინდოელი შეშის მჭრელები კეფაზე ნიღბებს ატარებენ.

15. იმ ადამიანს, რომელსაც ორატორთათვის დასასტვენად ან ტაშის დასაკრავად იყენებენ, ქირაობენ, კლაკერს ეძახიან.

16. მავრიკიის გერბზე ამჟამად უკვე გადაშენებული ფრინველი დრონტია გამოსახული.

17. ცოტა რამ ზვიგენებზეც, ისინი კიბოთი არასდროს ავადდებიან, ასევე მათი გონებრივი აქტივობა ასაკის მატებასთან ერთად ოდნავადაც არ ქვეითდება.

18. ველის ფოცხვერს კარაკალი ჰქვია, ინდოეთში მას წვრთნიან. კურდღლებზე, ფრინველებზე და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ იყენებენ,

19. ქრისტიანობის გავრცელებამდე ჭყონდიდში, ანუ ახლანდელ მარტვილში აღმართულ კერპს „კაპუნია“ ერქვა, მას მსხვერპლად პატარა ბავშვებს სწირავდნენ.

20. აკვიატებულ შიშებს შორის არსებობს თავად აკვიატებული შიშის აღძვრის შიში, მას ფობოფობია ეწოდება.

21. მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მცხოვრები ებრაელების მსგავსად ევროპაში მცხოვრები ბოშებიც დაზარალდნენ, ებრაელები და ბოშები ერთ ჭრილში განიხილებოდნენ.

22. მოსკოვის საფეხბურთო კლუბის დინამოს ლევ იაშინი რაღაც პერიოდის მანძილზე ჰოკეისაც თამაშობდა, იქაც შესანიშნავი მეკარე იყო.

23. კოსმოსურ ჰომალდ „ჩელენჯერის“ ბორტზე მოსახვედრად გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელშიც 11 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ყველასთვის მოულოდნელად ასეთი კონკურენციის პირობებში სკოლის მასწავლებელმა ქალმა გაიმარჯვა.

24. ატამანი, კოშევოი, ხორუნჟი, იასაული და სოტნიკი, ეს გახლავთ კაზაკთა სამხედრო ჩინები.

25. გერმანიაში განავალი ამ სიმაღლეზე დაგროვდა, ამბობდნენ 1933 წელს გერმანელი ანტიფაშისტები და ფაშისტური წესით იშვერდნენ ხელს.

26. სანამ კინოკარიერას გაიკეთებდნენ მიშელ ფაიფები ოფიციანტად მუშაობდა, კევინ კოსტნერი დურგლად, ადრიანო ჩელენტანო მესაათედ, ასეთი ჩამონათვლის გაგრძელება თითქმის უსასრულოდ შეიძლება, მწვერვალიდან არავინ იწყებს.

27. ნიანგი მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს, მისი კუჭი იოლად ინელებს ანტილოპას ჩლიქებსა და რქებს.

28. ქალთა დღე პირველად რომის იმპერატორმა ვესპასიანემ შემოიღო, ამ დღეს ქალებს ძაღლის ლეკვებს ჩუქნიდნენ.

29. 1946 წლის ოქტომბერში თავი მოიკლა გერინგმა, სიკვდილის წინ კი ასეთი ბარათი დაწერა, „ისტორიას არ ახსოვს ფერდმარშალი ჩამოეხრჩოთ“

30. საქართველოში ტახტის მემკვიდრის აღრმზდელ ვეზირს ათაბაგს ეძახდნენ, პირველად ეს ტიტული ივანე მხარგრძელს ეკუთნოდა, მოგვიანებით ათაბაგი სამცხის მთავართა ტიტულად იქცა.

31. ჯვრის გამოსახულება ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე იცოდნენ, ეგვიპტელებმაც და მაიას ტომის ინდიელებმაც. ინდიელებს სჯეროდათ, რომ მზის უმაღლესი კაცი მოკვდა.

32. კოლუმბიის ფეხბურთის ნაკრების მცველმა ესკობარმა 1998 წლის მსოფლი ჩემპიონატჩში შემთხვევით ავტოგოლი გაიტანა, სამშობლოში დაბრუნებისას ძალიან მალე ის ამის გამო ქუჩაში მოკლეს.

ჩვენი სოციალური ქსელი:
✅ Facebook: https://www.facebook.com/historyinterestingfacts
✅ Instagram: https://www.instagram.com/historyinterestingfacts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *