რისი ეშინიათ ორსულ ქალებს? – რა თქმა უნდა თავდაპირველი მომხიბვლელობის დაკარგვის. რითიც არ უნდა იკვებებოდნენ და რა კრემებსაც არ უნდა ხმარობდნენ მომავალ დედიკოები მშობიარობის შემდეგ მათ კანზე ჩნდება სტრიები.
სტრიების გაჩენის მიზეზები:
ქალბატონებს ორსულობის დროს ეცვლებათ ჰორმონალური სისტემა. ამის შედეგად სხეულის ზოგ მონაკვეთში კანი ზედმეტად თხელი ხდება, ეპითელში კოლაგენის ნაწილები იშლება რომელიც შემაერთებელი ქსოვილებით ივსება. სწორედ ასე ჩნდება სტრიები. ყველაზე ხშირად კანის დეფექტი ჩნდება მუცელზე, ფეხებზე, მკერდზე. თუ ქალბაონს მანამდე ენდოკრინოლოგიური პრობლემები აწუხდება შესაძლებელია ორსულობის შემდეგ სტრიები სახეზეც წარმოექმნას.
ქალბატონებს რომელთაც სტრიები გაუჩნდათ არა ორსულობის გამო სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმებს.
მკურნალობა
სტიებს ნაწილობრივ შეიძლება ვუმკურნალოთ და მათი წარმოქმნა შევამციროთ სხვადასხვა კერემების, ლოსიონებისა და გელების საშუალებით. უმჯობესია თუ ეს სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებები იქნებიან დამზადებული ცხენის წაბლის, ჩაის ზეთის, გვირილის ექსტრაქტის შემადგენლობით. სპეციალისტების თქმით კანის სიმკვრივესთვის ასევე კარგია პრეპარატები რომლებიც შეიცავენ ვიტამინებს А და Е ჯგუფიდან, ასევე კოლოგენსა და ასკორბინის მჟავას.
სტატისტიკის თანახმადსტრიები უჩნდებათ ორსული ქალების 58%.
სტრიების გაჩენა დამოკიდებულია არამარტო არასწორ კვებასა და უმოძრაობაზე, არამედ ადამიანის გენეტიკაზე. მაგალითად თუ თქვენს ბებიასა და დედას ჰქონდათ სტრიები, მით უფრო მეტი შანსია რომ ორსულობისას თქვენც ანალოგიური პრობლემები შეგექმნებათ. ამის
მიუხედავად იმედს ნუ გადაიწურავთ არსებობს სხვადასხვა პილინგისა და მეზოთერაპიის პროცედურები, რომლებიც კანს დაუბრუნებენ ჩვეულ სიმკვრივეს.
საოცარი პილინგი
ამ პროცედურის დროს ეპიდერმისის ზედა ფენა იქერცლება, და ორგანიზმში იწყება კოლოგენის გამომუშავება. კარგი და სწრაფი შედეგისთვის გამოიყენეთ ღრმა პილინგი. ის სეიძლება იყოს საშუალო და ზედაპირული ხასიათის. ზედაპირულის შემთხვევაში კანზე გავლენას ახდენს ჰაერის მკვეთრი ნაკადი, რომელიც გაჟღენთილია დაშლილი ქვიშით. ზედაპირული პილინგი პრობლემას მთლიანად არ სპობს, მაგრამ კანს 70 % -ით მატებს ელასტიურობას.
საშუალო პილინგის პროცედურის შემთხვევაში, კანს სპეციალური მჟავით ამუშავებენ. ეს პროცედურა კეთდება ნარკოზით. ასევე არსებობს ლაზერული პოლინგი. ამ პროცედურის გავლის შემდეგ სტრიები თითქმის შეუმჩნეველი ხდება ან ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად ქრება. ამ პროცედურისთვის მზადენბა რამდენიმე თვეს შეიძლება გასტანოს. ამ ხნის პერიოდში უნდა ხდებოდეს დაზიანებული კანის სპეციალური კრემებით დამუშავება. ლაზერული ოპერაციისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა-ზამთარი.
მეზოთერაპია
მეზოთერაპიის შემთხვევაში ექიმებს კანქვეში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები. პრეპარატები გამდიდრებულია სხვადასხვა ვიტამინებითა და მჟავებით, რაც კანს ჰმატებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. მეზოთერაპია დზალიან ეფექტურია პილინგის შემდეგ. მეზოთერაპიის პროცედურების ოპტიმალური რაოდენობაა 5 – დან 15 – მდე.