„ისეთი რეკლამა გავუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, წესით, მე უნდა დამაჯილდოოს“, – მსგავსი განცხადება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჯაჭვლიანის თქმით, გუშინ სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ იყო.
მისივე განმარტებით, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მას დასცინა, როდესაც განაცხადა, რომ ჯაჭვლიანი თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ამიტომ აცდენდა.
სოსო ჯაჭვლიანის მიერ გუშინ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება უკვე ორი დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა.