ბოლო საათებია, სოციალურ ქსელში იბიარდი ყველაზე პოპულარული სიტყვაა. მმართველი გუნდის დეპუტატს ცნობილი საფინანსო ინსტიტუტის შემოკლებულ დასახელებას უხსნიან. საპარლამენტო ტრიბუნასთან სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოპონენტი ეკა ხერხეულიძე ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი ხერხეულიძის იმ განცხადებამ გაანაწყენა, რომლის მიხედვით ჯაჭვლიანმა საპარლამენტო სხდომა იბიარდზე ყოფნის გამო გააცდინა. ირკვევა, რომ დეპუტატმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აბრევიატურა, სავარაუდოდ, არ იცოდა. ჯაჭვლიანის გამოსვლას თანაგუნდელების ნაწილი ხუმრობით ხსნის, გასხვავებით ოპონენტებისგან, რომლებმაც დარბაზში ემოციების შეკავება ვერ მოასწრეს.
ყველაფერი საინტერესო შენთვის