სიცივე, ცარიელი ფურცელი და პასტა
მას არ ცალოს კოშმარისგან ცხადში თავის დახსნა
უნდა ბრძოლა გამარჯვებით ნეტარების განცდა
ხვდება რომ მას შეუძლია ყველაფერი ახსნას.
ცარიელ ქუჩებში სადაც ყველაფერი იხრწნება
ერთ წამში ღამის კოშმარი რეალობად იქცევა
გონებაში გადამხტარი თავიდან იცმება
და მეოცნებე გოგოს გული სიძულვილით ივსება
საათზე მეტი აღარ არის გოგო იბნევა
წინ კი სამი მანიაკი ეძლევა თავ-დავიწყებას
ამ შეშლილი ფიქრებისგან სისხლი იმღვრევა
ვერასდროს ვერ შეძლებას ის კაცი მის დავიწყებას
მისამღერი:
ერთი გოგო ტირის
ვერაფერი ვერ ამშვიდებს მას,
იმ წუთების გახსენებებით
მისი გული ბოღმით ივსება
უძილო ღამის მერე მეორე ღამე გათენდა
გოგონა შიშისგან თავბლებსაც ვერ ახელდა
გახელდა, გარშემო ყველაფერი აჭრელდა
მან დაიფიცა რომ ამ ამაბავს არასდროს გაამხელდა
ხელს და ხელის გულს საიდუმლოს ანდობდა
სხვის იმას არ სჯეროდა სხვაგან არსად ამბობდა
არ გრძნობდა არაფერს არავის ხედავდა
ოთახიდან გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდა.
კუთხეში ტელეფონი განუწყვეტლავ რეკავდა
აბაზანის ონკანიდან წყალი ისევ წვეთავდა
რადიოში ნაცნობი ხმა ნაცნობ ბიტზე რეპავდა
და ამ ბიტში გოგოს გული განუწყვეტლივ ფეთქავდა.
მისამღერი:
ერთი გოგო ტირის
ვერაფერი ვერ ამშვიდებს მას,
იმ წუთების გახსენებებით
მისი გული ბოღმით ივსება
მიქროდა წამიერება მიყვებოდა წამი
მის გულში კი კვლავ რჩებოდა მოგონების შხამი
მისი ხელი უნებურად სამართებელს სწვდებოდა
მაგრამ ვერ ხვდებოდა ცოცხალი რჩებოდა.
ხვდებოდა რომ ცოტახანში სული ამოხდებოდა
მაგრამ ცდებოდა თავიდან იბადებოდა
გრძნობდა რომ გულს ვერ მოეშვა აღარ იმალებოდა
სუნთქვა ეხსნებოდა ფერები ჩნდებოდა.
გარეთ მიიწევდა თითქოს ის ემალებოდა
ვისაც ის ელოდებოდა და ხშირად ელანდებოდა
სურათი რომელიც რატომღაც ახლა ესახებოდა
ხვდებოდა რომ თანდათან უფრო ძლიერი ხდებოდა
გოგო აღარ ტირის და ცხოვრებას ის უბრუნდება
მისთვის ყველაფერი უჩვეულო ბგერით ივსება.