გაერო-ს კომისარი: ჩეხეთი მიგრანტების უფლებებს სისტემატურად არღვევს

გაერო-ს კომისარი: ჩეხეთი მიგრანტების უფლებებს სისტემატურად არღვევს
Spread the love

„ჩეხეთი ქვეყანაში ჩასული მიგრანტების უფლებებს სისტემატურად არღვევს“, – განცხადება ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გააკეთა.

კომისარი ამბობს, რომ ჩეხი სამართალდამცველები მიგრანტებს 90 დღით აკავებენ, დაკითხვაზე გაშიშვლებას აიძულებენ და თანხებს ართმევენ.

გაერო-ს წარმომადგენელი პოლიციელების მიერ ბავშვების დაკავებას მიუღებელს უწოდებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის მიერ ისლამოფობიური განცხადებების გაკეთების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *