როგორ მივიღოთ Green Card – ი?

Green Card
Spread the love

ბევრს სურს ამერიკაში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა, ან სულ სამუდამოდ. ამ სტატიაში მე მოვიყვან ლეგალურ მაგალითებს, თუ როგორ უნდა მიიღოთ Green Card – პირველი ნაბიჯი მოქალაქეობის მისაღებად.

ინსტრუქცია

სიძნელის დონე: არც ისე მარტივი

რა დაგჭირდებათ:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კარგი ადვოკატები ან კანონის კარგი ცოდნა
  • ფული და დრო

ბიზნესმენის ვიზა

მისი მიღება შესაძლებელია, თუ თქვენ გსურთ ბიზნესის გაფართოება, უფრო კონკრეტულად კი ფილიალის გახსნა ამერიკის ტერიტორიაზე. მოქმედების ვადა 1 წელი, გაგრძელების შესაძლებელი ვადა 3 წელი. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განცხადება საცხოვრებელი უფლების მისაღებად.

Green Card-ის ლატარეა

გრინ ქარდის ლატარეა ტარდება ყოველ წელს, და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. ლატარეა სრულიად უფასოა. განაცხადის შეტანა შესაძლებელია აშშ-ს გოსდეპარტამენტის მართვის ვებ გვერდზე. ანკეტაში აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სრული მონაცემები. ლატარეაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ 18 წელს ზევით ხალხს. როგორც კი მოგივათ შეტყობინება იმის შესახებ რომ თქვენ მოიგეთ ლატარეა, რაც შეიძლება სწრაფად მოაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და გააგზავნეთ, შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. რჩევა: რაც უფრო სწრაფად გააგზავნით დოკუმენტებს, მით უფრო სწრაფად მიიღებთ გრინ ქარდს, ვინაიდან ბევრი აგზავნის დაგვიანებით, და არა სრულ დოკუმენტებს.

ინვესტორის ვიზა

ამისათვის აუცილებელი იქნება მოახდინოთ 0,5-1 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამის შემდეგ წარმოადგინოთ 3 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, რომლიდანაც გამოჩნდება თქვენი ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, ასევე ის, რომ თქვენ არ გაქვთ პრობლემები საგადასახადო ინსპექციასთან.

საცოლეს ვიზა

ვიზა К-1, ასე ეწოდება საცოლეს ვიზას. აუცილებელია, რომ წყვილი პირადად (შენახვედრნი იყვნენ) იცნობდნენ ერთმანეთს. თუ თქვენ არ შეხვედრიხართ ერთმანეთს, მაშინ თქვენ ვიზას ვერ მიიღებთ. იმისათვის, რომ მიიღოთ ვიზა აუცილებელია ბევრი მტკიცებულება, მაგალითად ერთად გადაღებული სურათბი, ჩეკები რესტორნიდან და სხვა. როცა მიიღებთ ვიზას, თქვენ ასევე მიიღებთ 2 წლით ცხოვრების უფლებას. აქ უკვე ვალდებულები ხართ იქორწინოთ. ამ ქორწინების ფიქტიურობა გაკონტროლდება.
არის კიდევ ერთი გზა აშშ-ში გასამგზავრებლად – მიიღოთ ცოლის ვიზა (К-3). ასეთი ვიზის მიღების ერთადერთ პირობას წარმოადგენს ქორწინება, ჩატარებული აშშ-ს მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე.

დევნილის სტატუსი


დევნილის სტატუსით, აშშ-ში შეუძლია მოხვდეს ის ადამიანი, რომელსაც ეძებენ სამშობლოში არა სისხლისსამართლის მოტივის გამო, ან მას აქვს ეჭვები (შიშები), რომლის საფუძვლიანად დამტკიცებაც მას შეუძლია. აუცილებელია წარადგინო მატერიალები, რომლებიც დაადასტურებს თქვენი უფლებების დარღვევას საქართველოს ტერიტორიაზე. დევნილის სტატუსზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე. ხოლო იქ მოსახვედრად, შესაძლებელია ისარგებლოთ ტურისტული კომპანიებით.

სამუშაო ვიზა

იმისათვის, რომ მიიღოთ სამუშაო ვიზა, აუცილებელია გქონდეთ უმაღლესი განათლება, იცოდეთ ინგლისური ენა, და გააგზავნოთ თქვენი რეზუმე, თქვენში დაინტერესებულ კომპანიაში. მას შემდეგ რაც კომპანია გამოგიგზავნით თქვენთვის მისაღებ პასუხს, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სამუშაო ვიზის კეთება Н1-В. ის არის განკუთვნილი 3 წლით, რის შემდეაც შესაძლებელია მისი გადავადება. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეძლებთ გრინ ქარდის მიღებას. აშშ-ში  ადამიანი ითვლება კვალიფიცირებულ მუშაკად, თუ ის წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ პროფესიას როგორიცაა ფინანსისტი, ექიმი, არქიტექტორი, ინჟინერი, პროგრამისტი, ქიმიკოსი, ინჟინერ-მშენებელი და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *