როგორ შევარჩიოთ “გეიმერულ”-ი მაუსი (სათამაშო თაგვი)?

მაუსი
Spread the love

კომპიუტერის ნებიბისმიერი მომხმარებელი მიეჩვიეა ესეთ მანიპულატორს როგორციაა თაგვი (მაუსი). მაუსის გარეშე მუშაობა გაცილებით რთული, ზოგ პროგრამაში კი სავსებით შეუძლებელიც. ამჟამად მაუსების ბევრნაირი სახეობებია: კაბელიანი, უკაბელო, ოპტიკური, ლაზერული, აკუმლიატორზე თუ ჩვეულებრივ ელემენტზე, მაგრამ არის განსხვავებული კატეგორია ხალხისა ვისაც “გეიმერები” (კომპიუტერული თამაშების მოყვარული) ჰქვიათ. მათთვის არსებობს განსხვავებული სპეციფიკის მაუსები. თუ რითია ისინი გამორჩეული და როგორ შევარჩიონა სწორად, ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

ამ ინსტრუქციის წაკითხვის შემდგომ თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ და შეიძინოთ მაუსი, მისი ხელში დაჭერის გარეშე.

ერგონომიკა. წესით ყველა მაუსი უნდა იყოს ერგონომიკული ანუ მაუსი მოხერხებულად უნდა მოგვითავსდეს ხელში. გეიმერული მაუსი პირველ შემთხვევაში უნდა იყოს მსუბუქი და ნაკლებად აღქმადი ხელში, რადგან გეიმერები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. არსებობს მაუსები რომელსაც აქვთ წონის რეგულატორიც გამომდინარე მომხმარებლის მოთხოვნილებიდან. მაუსის გარსი უნდა იყოს დარეზინიანებული. ძირითადად თითების განლაგების ადგილები, რათა მაუსი ხელიდან არ გაცურდეს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პადი რომელსაც აქვს მაჯის დასასვენებელი ადგილი. ამით ხელი უფრო კომფორტულად განთავსდება ზედაპირზე. მაუსის ქვე ზედაპირი უნდა იყოს ტეფლონისგან ან გლუვი და უნდა აკრავდეს რეზინის მაგვარი მატერიალის პატარა ბალიშები, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნის ძალას და უხმო გადაადგილებას.

მაუსის მეხსიერება. ეს ერთ-ერთი განსხვავებაა რითიც იგი გამოირჩევა ჩვეულებრივი მაუსისგან. იგი გამოიყენება იმისათვის რომ დავაპროგრამოთ მანიპულატორი სხვადასხვა სარეჟიმო სამუშაოსათვის. ასევე მეხსიერებას იყენებენ რომ შექმნენ გეიმერული მაკროსები ან გეიმერული პროფილები რაც უზრუნველყოფს არჩეული თამაშის ფუნქციების ავტომატურ შესრულებას.

ღილაკთა რაოდენობა. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ღილაკი იქნება მაუსზე მით უფრო უკეთესია, მაგრამ მაინც მთავარია ღილაკთა სწორი და კომფორტული განლაგება. ღილაკები გამოიყენება რათა მოხერხდეს თამაშის მრძანებების სწრაფი მართვა. ასევე მათი დაპროგრამირდება შესაძლებელია კომპიუტერიდან მაუსის პროგრამული მხარდაჭერით. კარგი მაუსი მინიმუმ 4 ღილაკისგან უნდა შედგებოდეს გარდა სკროლისა.

სენსორის ტიპი. თამაშისთვის სასურველია ლაზერული მაუსების შეძენა, რადგან იგი მგრძნობიარობის დიდ გაფართოებას იძლევბა. ლაზერული მაუსი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ოპტიკური, მაგრამ უფრო დიდ სარგებელს იძლევა. ოპტიკური გეიმერული მაუსებე უფრო ადრეულ დროში გამოდიოდა და ეხლა მოძველებულია მათი გამოყენება. ასევე გეიმერულ მაუსებს მოსდევს მოგრძნობიარობს, DPI-ის რეგულატორი, რაც უზრუნველყოფს მაუსის პროგრამულად გადაადგილების სისწრაფეს. მაგალითად 100 DPI უზრუნველყოფს მაუსის კურსორის ნელ გადაადგილებას, ხოლო 5000 DPI გაცილებიფ სწრაფ გადაადგილებას (მისი შეცვლა შესაძლებელია თამაშის პროცესშიც). ასევე ყურედღება მიაქციეთ რომ მაუსის რეაქციის დრო არა უნდა იყოს 1 მილი წამიზე ნაკლებ (ინსრუქციაზე ან შეფუთვაზე უნდა ეწეროს).

ასევე მაუსის კაბელი უნდა იყოს დაწნული აგებულობის და USB დამაკავშირებელის თავი უნდა იყოს მოოქროვებული (ძირითად კარგი მაუსები ასეეა წარმოდგენილი).

გეიმერული მაუსის კარგი ბრენდებია: SteelSeries, Mad Catz, Logitech, Tt eSPORTS, ROCCAT, CM Storm, Razer, Corsair.

გისურვებთ მოგებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *