ცელულიტი იგივე კოსმეტიკური დეფექტია და მისი მოშორება საკმაოდ იოლია. ცელულიტის მოცილების პროცესი სულ 2 კვირა გრძელდება, შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას:
● დილა კონტრასტული შხაპით დაიწყეთ. ცივი და თბილი წყლის მასაჟი კანს უფრო მეტ სიმკვრივესა და ელასტიურობას შესძენს.
● საკვები პატარ პატარა პორციებით ყოველ 3 საათში ერთხელ მიირთვით. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული – სტაფილო, პომიდორი, წითელი წიწაკა. მიირთვით უცხიმო ხაჭო, ფრინველის ხორცი და კვერცხი, ანუ ყველაფერი რაც ცილას შეიცავს. ასევე კარგია ზღვის პროდუქტები. 10 დღე მაინც თავი შეიკავეთ მარილიანი და შემწვარი საკვების მიღებისგან.
● ბევრი იმოძრავეთ. ისეირნეთ დღეში 20–25 წუთი. ფეხებზე ყველაზე მცირე დატვირთვასაც კი ცელულიტის გაქრობაში წვლილის შეტანა შეუძლია. თუ სეირნობის დრო არ გაქვთ სწრაფი ტემპით იარეთ მაღაზიაში ჩასვლისას, კიბეებზე ფეხით იარეთ.
● მიიღეთ ბევრი სითხე. ბევრი სითხის მიღება ყველაზე ეფექტურია ცელულიტის მოსაშორებლად. თქვენი რაციონის ¾ სითხისგან უნდა შედგებოდეს. ორგანიზმისთვის კარგია მწვანე ჩაი.
● შეეცადეთ არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ნუ ჩაიცვამთ ძალიან ვიწრო შარვალსა და შორტებს. ვიწრო ტანსაცმელი და ზაფხულის სიცხე კანქვეშ ნივთიერებათა ცვლას შეანელებს.
შეასრულეთ ყველა ზემოთ მითითებული რჩევა და მალე სარკეში თქვენი გამოსახულებით კმაყოფილი დარჩებით.