როგორ შევასწავლოთ ბავშვს კითხვა, იმისთვის რომ სკოლაში მისვლისას უფრო ადვილად დამკვიდრდეს? ეს კითხვა ნებისმიერ პასუხისმგებლობის მქონე მშობელს აწუხებს. ნებისმიერი ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ დავიწყოთ ელემენტალური რაღაცეებით რაც დაგვეხმარება დავაინტერესოთ ისინი.
ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება:
1) თავისუფალი დრო
2) ინტერესი
3) თამაში
პირველრიგში განათავსეთ ასოები ოთახში ისე რომ ბავშვმა ის შეამჩნიოს, დაამატეთ ყოველდღე თითო ასო და წარმოთქვით ხოლმე ბავშვთან ერთად ხმამაღლა
შემდეგ უნდა დავწეროთ ფურცელზე დიდად სიტყვები და მივაკრათ შესაბამის ნივთებს, მაგალითად: მაგიდა, მაცივარი და ა.შ. ამით ბავშვი დაიმახსოვრებს ასოებსაც და სიტყვებსაც, ასევე დღითიდღე განუვითარდება კითხვის შესაძლებლობა.
ხშირად ვათვალიეროთ საინტერესო ანბანის წიგნები ბავშვთან ერთად, რომელშიც იქნება ბევრი ნახატი და ყველა ასოზე რამოდენიმე სიტყვა მაინც, შემდეგ ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დაიწყებს წიგნის თვალიერებას და აღმოაჩენს იქ ნაცნობ სიტყვებს.
რაც მთავარია გაითვალისწინეთ ერთი რამ, ნებისმიერი მოსაწყენი ქმედება (მაგალითად: სწავლა) შეიძლება გადავაქციოთ ბავშვისთვის საინტერესოდ, ვაქციოთ ეს პროცესი თამაშად, გამოვიყენოთ საკუთარი ფანტაზია და ხშირად შეაქეთ შვილი, რადგან ეს მათ წაახალისებს (შეიძლება პატარა საჩუქრებიც)