როგორ დავიცვათ მომხმარებლის უფლებები?

კალათი
Spread the love

დაირღვა თქვენი მომხმარებლის უფლებები? მოგყიდეს არა ხარისხიანი პროდუქტი ან გაგიწიეს არასწორი მომსახურება? იმედი მაქვს ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ პროდუქციის შეძენისას.

რა დაგჭირდებათ:

-თავდაჯერებული შეხედულება;
-კანონი “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ”;
-ცოტა სინაგლეც გამომგადგებათ.

1) საქართველოში ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

-საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი;
-პროდუქციის უსაფრთხოება;
-სანდო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე;
-არასათანადო ხარისხის მქონე და/ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
-საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოების მიერ;
-მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადოებებში გაერთიანება.

2) მომხმარებლის უფლება პროდუქციის ხარისხზე:

-გამყიდველი (დამამზადებელი, შემსრულებელი) ვალდებულია მიჰყიდოს მომხმარებელს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების, ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე პროდუქციის შესახებ გამყიდველის (დამამზადებლის, შემსრულებლის) მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისი ხა რისხის პროდუქცია.
-მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას.
-პროდუქციაზე, რომლის გამოყენებაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ საფრთხეს უქმნის მომხმარებელს ან საზიანოა მისი ქონებისათვის, უნდა დაწესდეს ვარგისიანობის ვადები. ამასთან, მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს ამ ვადების ამოწურვის შემდეგ აუცილებელ ღონისძ იებაზე და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე.

საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევისას, გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია მომხმარებელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია რეალიზებად საქონელზე და მომსახურებაზე. ყალბი ინფორმაციის მიწოდებისათვის გამყიდველი (დამამზადებელი) პასუხს აგებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3) ინფორმაცია დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) შესახებ:

-დამამზადებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია თავისი საწარმოს ადგილმდებარეობის და სრული დასახელების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს საფირმო ნიშანში ან წარედგინოს მომხმარებელს სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საშუალებებით.

4) ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:

-დამამზადებელი (შემსრულებელი, გამყიდველი) ვალდებულია დროულად მიაწოდოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სწორი არჩევანის შესაძლებლობას.

5) პასუხისმგებლობა არასათანადო ინფორმაციისათვის:

თუ არასარწმუნო ან არასრული ინფორმაციის მიწოდებამ, როგორც პროდუქციის, ასევე დამამზადებლის შესახებ, გამოიწვია:
შეძენა ისეთი საქონლისა, რომელიც არ აკმაყოფილებს სამომხმარებლო მოთხოვნებს;
შეძენილი საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობა.

მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს უმოკლეს ვადაში სათანადო ინფორმაციის მიწოდება. თუ ასეთი ინფორმაცია დათქმულ ვადაში არ იქნა მიწოდებული, მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიღებული ზარალის ანაზღაურება მის მფლობელობაში არსებულ ი ბუნების ობიექტებისადმი მიყენებული ზარალის ჩათვლით.

იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ რაიმეს შეძენის დროს, რადგან ადამიანის უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა, მაშინაც როდესაც თვით მომხმარებელმა არ იცის იგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *