აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მხარდამჭერებთან ერთად დღეს ისევ შეიკრიბნენ და მთავრობისგან სამკურნალო პრეპარატის დროულად შემოტანა მოითხოვეს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჯერ მსვლელობა გაიმართა, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები. ამის შემდეგ კი ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაბრუნდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მათ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უწყების დაპირებების არ სჯერათ და პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ პრემიერ-მინისტრი არ მოაწერს ხელს სამართლებრივ აქტს, რომელშიც წამლის შემოტანის კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს – https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი – https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი – https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.