✋ 40 საინტერესო ფაქტი (ნაწილი X)
გამოიწერეთ ჩვენი არხი:
✅ https://www.youtube.com/channel/UC61fyDM1d46TcR_F60xCddQ?sub_confirmation=1
/>
💟 თუ მოგწონთ ჩვენი არხი იქნებ დონაციის სურვილიც გაქვთ?
https://www.paypal.me/H1Ta
(სხვა მეთოდების გამოყენებისთვის მოგვწერეთ მაილზე)
historyinterestingfacts1@gmail.com
1. ამაზონიის ჯუნგლებში მცხოვრებ გომბეშოს როცა მოუნდება, მაშინ იცვლის სქესს.
2. “ზახრუმა“ სპარსული სიტყვაა და არგადარჩენას ნიშნავს.
3. თამბაქოს მოწევის მავნე ჩვეულებას მარკ ტვენი დიდებულ მანკიერებას ეძახდა.
4 . უინსტონ ჩერჩილის დედა უელსის პრინცის საყვარელი იყო.
5. .აგავა სიცოცხლეში ერთხელ ყვავის და ნაყოფის მომწიფებისთანავე კვდება.
6. სიტყვა ლომბარდი იტალიის პროვინცია ლომბარდიის საახელისგან წარმოდგება.ეს პროვინცია შუა სუკუნეებში მევახშეებით იყო განთქმული.
7. ”ჩემი თავია ჩემივე მტერი ,თავი რომ არა მე რა დამწვავდა..“- მიხეილ ქვლივიძის ამ ლექსს ასანთის მონოლოგი ჰქვია.
8. ქვეყნიერება იმის ღირსი არ არის ,რომ ორი ხელმწიფე ჰყავდეს.მას უნდა განაგებდეს ერთი და ისიც ჩემებრ მახინჯი,“-ამბობდა თემურ ლენგი.
9. ჩუქჩები გულგამოღებულ ძვალს საწრუპი ჩხირებივით იყენებენ, რათა ძლიერ ყინვაში წყლის დალევისას ტუჩები არ დაუსკდეთ.
10. ჯორდანო ბრუნო, ჯულიო ვანინი, მიგელ სერვეტი , ჟანა დარკი, იან ჰუსი,
იერონიმ პრაღელი.
აქ ჩამოთვლილმა ყველა პიროვნებამ კოცონზე დაასრულა სიცოცხლე.
11. ერთი ლიე ოთხი კილომეტრის ტოლია.“80 000 კილომეტრი წყალქვეშ’- ჟიულ ვერნის ამ ნაწარმოებს ფრანგულად“20 000 ლიე წყალქვეშ „ჰქვია.
12. ბერნარდ შოუს ჰკითხეს, როგორ უნდა წერო, რომ ცნობილი მწერალი გახდეთო, მარცხნიდან მარჯვნივო, უპასუხა მან.
13. “სიყვარულიც და სიძულვილიც ცხოვრების უდიდესი სტიმულია“,- ამბობდა ბისმარკი.
14. კუს კვერცხებიდან გამოჩეკილი პატარების სქესს ტემპერატურა განსაზღვრავს. მაღალ ტემპერატურაზე მდედრობითი სქესის კუები იჩეკებიან, დაბალ ტემპერატურაზე -მამრობითი.
15. ზრაპრული სიმდიდრით განთქმულ არარსებულ ქვეყანას, ესპანელი კონკისტადორები ამერიკაში ეძებდნენ და ელდორადოს ეძახდნენ.
16. მექსიკური სამზარეულო მწეერებისაგან მომზადებული კერძებით არის ცნობილი. მექსიკელები საჭმელად ვარგისი მწერების 300-მდე სახეობას იცნობენ.
17. სულთან რუქრადინის ტყვედ ჩაგდებული სარდალი მელიქ ფაჰრ-ად-დინ-ბაჰრა-შახი თამარ მეფემ დამცირების მიზნით ჯორის ნალში გაცვალა.
18. დედამიწის ყველაზე მაღალი წერტილის, ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია. მთვარეზე მდებარე ყველაზე მაღალი მთა კი 11 500 მეტრი სიმაღლისაა.
19. მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, წელიწადი 18 ოცდღიანი თვისგან შედგება. ამას ემატებოდა 1ხუთდღიანი თვე, რაც მთლიანობაში 365-დღიან წელიწადს ქმნიდა.
20. მაიკლ ჯორდანი ამბობს “ბურთის კალათაში ჩატენას გუნდისთვის მხოლოდ ორი ქულა მოაქვს, სამაგიეროდ მეტოქის გუნდს მხნეობას აკარგვინებს“.
21. კერძის დეგუსტირებისას დეგუსტატორი მაძღარი უნდა იყოს. მშიერ ადამიანს ყვე ლანაირი საჭმელი გემრიელად ეჩვენება.
22. 1700 წლამდე რუსეთში ახალი წელი 1 სექტემბერს იწყებოდა .ეს თარიღი 1 იანვარს პეტრე პირველმა გადაიტანა.
23. დადგენილია, რომ 1921 წლიდნ 1950 წლამდე საქართველოში მოსახლეობის მინიმუმ ათი პროცენტი იყო რეპრესირებული.
24. იმ რომაელ ჯარისკაცს, რომელიც პირველი ავიდოდა ალყაშემორტყმული ქალაქის გალავანზე, ეგრეთ წოდებული ციხის გვირგვინით აჯილდოებდნენ.
25. რომის პაპმა, სტეფანე VI-მ, თავისი წინამორბედი, ფორმოზი, საფლავიდან ამოათხრეvინა და 20 დღის აყროლებული გვამი გაასამართლა. ფორმოზს სამი თითი მოჰკვეთეს და სადღაც მიაგდეს.
26. მეორე მსოფლიო ომში წყალქვეშა ნავებმა უფრო მეტი გემი ჩაძირეს, ვიდრე გემებმა, ავიაციამ და არტილერიამ ერთად აღებულმა.
27. ფშავში ხატის დღეობის გამმართველ მამაკაცს, რომელიც დღეობაზე მისულ ხალხს ლუდით უმასპინძლდება, შულტა ჰქვია. ამ დღეს მას დათრობის უფლება არ აქვს.
28. ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურგს უკან იკრავდა და ისე ვარჯიშობდა ცხენოსნობაში.
29. კაურის მოლუსკების ნიჟარებს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობა ფულის მაგივრად იყენებდა.
30. უკანასკნელმა ინკმა, არაჰუალჰამ, კონკისკადორ პისაროს მთელი დარბაზი აუვსო ოქროთი, მაგრამ ამანაც ვერ იხსნა სიკვდილისაგან – იგი შეუბრალებლად დაახრჩვეს
31. ამერიკაში მაწანწალა ძაღლებზე სპეციალური სამსახური ზრუნავს. დახოცვის ნაცვლად, მათ კარგად კვებავენ, საჭმელში კი გამრავლების საწინააღმდეგო აბებს ურევენ.
32. ამერიკული ტარაკანა ყველაზე სწრაფია მსოფლიოში. მისი მაქსიმალური სიჩქარე წამში 1 მეტრია.
33. ბიბლიურ წინასწარმეტყველ მოსეს ენა ემბოდა, რის გამოც ღვთის სიტყვას მის ნაცვლად ხალხს მისი ძმა აარონი ამცნობდა.
34. “უძინართა მზეს“ თეიმურაზ ბაბლუანი სამი წლის განმავლობაში იღებდა. იგი თავად არის ამ ფილმის სცენარის და მუსიკის ავტორი.
35. ეგვიპტელი ქურუმები თმას სხეულის ყველა ადგილიდან იშოებდნენ. ამ პროცედურას ისინი დღეში ოთხჯერ იტარებდნენ.
36. “ომი საკმაოდ სერიოზული საქმეა იმისათვის, რომ გენერლებს მივანდით იგი’,- ეს ბისმარკის სიტყვებია.
37. პაბლო პიკასო, ჰაინრიხ შლიმანი, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, სალვადორ დალი – ყველა აქ ჩამოთვლილ პიროვნებას რუსი ეროვნების ცოლი ჰყავდათ.
38. პირველი წყალქვეშა ნავი ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ვან დრებელმა 1620 წელს ინგლისში ააგო.
39. მეფის რუსეთში ასმანეთიან ასიგნაციებს, რომლებზეც ეკატერინე მეორე იყო გამოსხული, ხალხი „კატერინკებს“ ეძახდა.
ჩვენი სოციალური ქსელი:
✅ Facebook: https://www.facebook.com/historyinterestingfacts
✅ Instagram: https://www.instagram.com/historyinterestingfacts