სქესობრივი სისუსტის მიზეზი თუ გონებრივი გადაღლაა, უნდა შეურიოთ ერთმანეთში შავბალახას, რეჰანისა და დიყის აყვავებული ყუნწების წონით თანაბარი ნაწილები. 6 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მშრალი ყურძნის ღვინო, დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადადგით, მჭიდროდ შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 100 გრამი სამჯერ დღეში ჭამამდე.
ავიღოთ ნიახურის გამხმარი, დაქუცმაცებული ფოთლებისა და დიდი კამის (ცერეცო) ნაყოფის თანაბარი რაოდენობა. 200 გრამ ნარევს დავასხათ 1 ლიტრი მშრალი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო, დავაყენოთ 1 თვე ბნელ და ცივ ადგილას, პერიოდულად შევანჯღრიოთ და ხმარების წინ გავწუროთ. ვსვათ თითო მიღებაზე 150 გრამი ჭამის შემდეგ.
დეპრესიის და დათრგუნვილი ფსიქიკური მდგომარეობის დროს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სქესობრივ სფეროზე, კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნაყენი: უნდა აიღოთ ქინძის თესლი 100 გრამი, დაასხათ 0.5 ლიტრი არაყი, დააყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაშიდა პერიოდულად შეანჯღრიოთ. გაწურვის შემდეგ მიიღეთ 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სპერმის ნაადრევი გამოყოფის შემთხვევაში კარგად შველის სვიის ნაყენი დოზა: 1 სუფრის კოვზი გირჩები ერთ ჭიქა წყალში. დააყენეთ თერმოსში ღამის განმავლობაში. პირველ კვირას მიიღეთ 150 გრამი 3-ჯერ დღეში, მეორე კვირას – 2-ჯერ დღეში.
მინდვრის სამყურას (ან ჭინჭრის) თესლები ერთი სუფრის კოვზი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 20 მლ.წითელი ღვინოდა ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. მიიღეთ თითოსუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.