ფეხშიშველა არ იაროთ – ფრთხილად სოკოა!
ადამიანის ფრჩხილებს ბევრი რამის თქმა შეუძლია:
სუფთა ფრჩხილები ე.ი. ადამიანი კარგად აღზრდილია
მანიკიურით – შეძლებულად ცხოვრობს.
მოკვნეტილი – ნერვიულია… ხოლო თუ ფრჩხილებს ფერი აქვს შეცვლილი და ამობურცულია – მაშინ ჯანმრთელობაა მისახედი. დაავადებები ხომ ფრჩხილებზეც ტოვებენ თავიანთ ,,ავტოგრაფს” აი, როგორ გვიხსნიან ამ ”ავტოგრაფებს” მიკოლოგები:
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებასარკისებურად უპრიალებს ფრჩხილები იმას, ვისაც კანის დაავადება აქვს, ქავილი აწუხებს.
ფრჩხილები თეთრდება ძლიერი მოწამვლის დროს ან მაშინ, როცა ფრჩხილების ძირში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
ყვითელი ფრჩხილები, თუმცა იშვიათად, შეიძლება დაბადებიდან დაჰყვეს ადამიანს. თუ ფრჩხილი გაყვითლებას იწყებს კიდეებიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად არ ეკვრის კანს, მის ქვეშ ჭუჭყი დაგროვდა და სოკომ დაიბუდა.
ლურჯი ფრჩხილები მიანიშნებს სისხლის ცუდ მიმოქცევაზე.
ფრჩხილი მწვანდება,როდესაც ტრავმის შემდეგ მის ქვეშ ჩირქი გროვდება.
ფრჩხილი შავდება ტრავმის (მძიმე საგნის დარტყმის) შედეგად, მაგრამ შეიძლება ამის მიზეზი მელანომაც იყოს. საბედნიეროდ ეს იშვიათი შემთხვევაა.
”ცხიმოვანი ლაქა” გვხვდება ფსორიაზით დაავადებულებში, ე.ი. ფრჩხილების ქვეშ იმალება ფსორიაზის ბალთები.
პატარა ხაზები მიანიშნებს, რომ ორი თვის წინ გრიპით იყავით ავად ან რაღაც სტრესი განიცადეთ.
თუ ფრჩხილი მეტისმეტად არის ამობურცული და შესქელებული, ე.ი. მის ქვეშ ”ყვავის” სოკო, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმაც და მოუხერხებელი ფეხსაცმელიც.
თუ ფრჩხილი იმტვრევა და იფშვნება, მიზეზი შეიძლება იყოს ავიტამინოზი და არ არის გამორიცხული, რომ სოკო გემრიელად ”იკვებება”. ზოგჯერ ფრჩხილი ემტვრევათ ეგზემით დაავადებულებს ან იმ ქალებს, ვინც მოიხმარს ქიმიურ სარეცხ ფხვნილს, სითხეებს და ფრჩხილის ლაქის გასაცლელ უხარისხო ხსნარს.
ფრჩხილის ნელი ზრდა უკავშირდება პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს.