რისი წამალია იოდი

იოდი
Spread the love

ადამიანის ბიოველისა და ორგანიზმის თავდაცვის უნარის შენარჩუნებისათვის მეტად მნიშვნელოვანია იოდი. ეს აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტი მთავარ როლს თამაშობს ადამიანის იმუნიტეტისა და თავდაცვის უნივერსალურ მექანიზმში ბუნებრივი და სოციალური ფაქტორების (რადიაციისა და სხვადასხვა შხამის,ზომბირებისა და კოდირების) წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ფარისებრი ჯირკვლის ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობის ჰორმონი ტიროქსინი 65% იოდისაგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველისა და ქსოვილების წინააღმდეგობას. უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, განთავისუფლდეს მავნე ნივთიერებებისაგან, არეგულირებს სუნთქვის ინტენსივობას და ფსიქოენერგეტიკას.

ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით 17 წუთის განმავლობაში ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე პერიოდში იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ხოლო ძლიერებს ასუსტებს.

ასაკის მომატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად წონაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმა, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტისა და ჯანმრთელობისათვის, გონებისა და სულის სიმხნევისათვის, სხეულის სილამაზისა და გაახალგაზრდავებისათვის აუცილებელ ჰორმონს.

მეცნიერთა დაკვირვებითა და ცდებით ირკვევა, რომ ფარისებრი ჯირკვალი არ იზრდება ფსიქო-ფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნების შესაბამისად მაშინ, როცა მას აკლია იოდი. გარდა ამისა, ამ მაგიური ელემენტით კატასტროფულად ღარიბია ჩვენი საკვებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *