არტერიული წნევის ცვლილებები პერიოდულად ყველა ადამიანს აწუხებს, რაც შეიძლება არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით, არამედ ჭარბი სტრესითა და ნერვული დაძაბულობით იყოს განპირობებული.
ჰიპერტონია – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ჩვენს დროში, რაც ცხოვრების არასწორი სტილისა და არაჯანსაღი კვების შედეგია. შვეიცარელი მეცნიერების მტკიცებით, იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც ჰიპერტონია აწუხებთ, მილიარდს გადააჭარბა.
ეს შემაძრწუნებელი სტატისტიკა არაჩვეულებრივი მიზეზია რეგულარულად პროფილაქტიკური მიზნების მისაღებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრების ამ ეტაპზე არაფერს უჩივით, ტექნიკა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, აუცილებლად გამოგადგებათ. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ დაირეგულიროთ არტერიული წნევა სახლის პირობებში, ყოველგვარი სააფთიაქო აბებისა და პრეპარატების მიღების გარეშე, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
არტერიული წნევის დარეგულირება
ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში ითვლება, რომ ჩვენი ფეხები, უფრო კონკრეტულად კი ფეხის გულები, თამაშობს მნიშვნელოვან როლს მთელი ორგანიზმისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ჩინელები ადამიანის ორგანიზმს ხშირად ხეს ადარებენ: ჩვენი სხეული – ხის ტანია, ხელები – ღეროები, ხოლო ფეხები – საიმედო ფესვები. ხე ვერასდროს იქნება ჯანმრთელი ძლიერი ფესვების გარეშე.
ჩინელი მკურნალების მტკიცებით, ფეხის გულებზე გადის ადამიანის 6 ძირითადი მერიდიანი: ღვიძლი, შარდის ბუშტი, თირკმელები, კუჭი და ელენთა. სწორედ ეს მერიდიანები და ენერგიის დიდი ნაკადი მათში განაპირობებს ადამიანის სხეულში ყველა ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას.
სპეციალისტების მტკიცებით, გადამუშავებულ ენერგიას სხეული სწორედ ფეხების გავლით იშორებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოქნილია საცობები და ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ამის შედეგად, გულს უწევს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა სისხლის გადასატუმბად და ქვედა კიდურებში მისი ნორმალური მიმოქცევისთვის. მუდმივად ტონუსში მყოფი სისხლძარღვები დროთა განმავლობაში ზიანდება და ვითარდება ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიც წნევის მკვეთრი ცვლილებებია.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, გადამუშავებული ენერგიის ორგანიზმიდან გამოდინების შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, წელის ტკივილი, თირკმელების მუშაობის დარღვევა და ა.შ. ყვლეაზე უსიამოვნო კი ის ფაქტია, რომ რეგულარულად წნევის მკვეთრი ცვლილებებისგან ვითარდება ჰიპერტონია. როგორც წესი, მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოვლელად ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება. ასეთი პრეპარატები მართლაც ეფექტურად არეგულირებს წნევას, თუმცა მათ სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ჩინური ტრადიციული მედიცინის მიმდევრები ღრმად არიან დარწმუნებულები იმ ფაქტში, რომ პრობლემის გადასაჭრელი ერთადერთი სწორი გზა ორგანიზმიდან დაგროვებული გადამუშავებული ენერგიის გამოთავისუფლებაა.სტატიის დასაწყისში ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ფეხის გულებზე ბიოლოგიურად აქტიური წერტილებია განთავსებული. ერთ-ერთ ასეთ წერტილს, რომელსაც ჩინურ მედიცინაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, იუნ იუანის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს სწორედ ის წერტილია, რომელიც შეიწოვს დედამიწის ენერგიას და სწორედ მისი გავლით გამოთავისუფლდება უკვე გადამუშავებული, ორგანიზმისთვის უვარგისი ზედმეტი ენერგია. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა რომ გავიუმჯობესოთ, ჩინელი მკურნალების მტკიცებით, რეგულარულად ამ წერტილის სტიმულირებაა აუცილებელი. მოცემული პრაქტიკა მოაწესრიგებს თირკმელების, ღვიძლისა და გულის მუშაობას, შეანელებს დაბერების პროცესს და გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.იუნ იუანის წერტილი მდებარეობს ფეხის გულების ცენტრის ოდნავ ზემოთ (დააკვირდით ფოტოს). ყოველდღიურად ორივე ფეხის გულის ამ წერტილის სტიმულირებით თქვენ შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის, მათ შორის ჰიპერტონიის დამარცხებას. უბრალოდ 5-10 წუთის განმავლობაში იკეთეთ ამ წერტილის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშების გამოყენებით. რეგულარული პროცედურების შემდეგ თქვენი არტერიული წნევა მწყობრში მოვა და მისი მკვეთრი ცვლილებები აღარ შეგაწუხებთ. გარდა ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულირებისა, წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს სხვადასხვა ვარჯიშები. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ეფექტური ვარჯიშის შესახებ, რომელიც მყისიერად არეგულირებს წნევას, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ. მარტივად შესასრულებელ ამ ვარჯიშს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს სისხლძარღვებზე და გულზე. ყოველ დილას და საღამოს დაუთმეთ 15 წუთი ერთი მარტივი ვარჯიშის შესრულებას. დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე და ხელები თავს ზემოთ აწიეთ, გაჭიმეთ. სულ რამდენიმე წამით დაფიქსირდით ამ პოზაში და ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოსუნთქვისას ნელ-ნელა წაიხარეთ წინ და შეეცადეთ, ხელის გულებით შეეხოთ იატაკს ისე, რომ ფეხები მუხლებში არ მოხაროთ. შეიკავეთ თავი ამ პოზაში იქამდე, სანამ თავისკენ ჭარბი რაოდენობით სისხლის მიდინებას არ იგრძნობთ. თუ ამ დრომდე არ გივარჯიშიათ, პირველ ჯერზე ვარჯიშის იდეალური სიზუსტით შესრულება შეიძლება არ გამოგივიდეთ და მუხლების მოუხრელად იატაკს ხელები ვერ მიაბჯინოთ, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. დაიწყეთ ვარჯიშის შესრულება ისე, როგორც შეგიძლიათ და ნელ-ნელა შეეცადეთ მისი შესრულების ტექნიკის გაუმჯობესებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ ამ პრაქტიკის შესახებ ადრეც გსმენიათ და ის საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი, არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!