მაფრთხილებელი ნიშნები აფრთხილებენ მძღოლებს ქუჩის ან გზის სახიფათო უბნებთან მიახლოვების შესახებ. მძღოლმა გამაფრთხილებელი ნიშნის შემდეგ უნდა გაამახვილოს ყურადღება და შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმ ზღვრამდე, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს სატრანსპორტო საშუალების სახიფათო უბნის წინ დროული გაჩერება.
მაფრთილებელ საგზაო ნიშანს საქართველოში ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა აქვს, თეთრი ფერის არის და გარშემო წითელი არშია აქვს შემოვლებული. სამკუთხედის ერთი წვერი ყოველთვის ზემოთ არის მიმართული.
ყველა მაფრთხილებელი ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150-300მ მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტში 50-100მ მანძილზე
ანუ თუ სახიფათო მონაკვეთი დაუსახლებელ პუნქტში იწყება ამ ადგილზე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთიდან არანაკლებ 150 მეტრის და არაუმეტეს 300 მეტრისა, აი ამ დიაპაზონში, ხოლო დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 50 მეტრისა და არაუმეტეს 100მ მეტრისა
მაფრთხილებელი ნიშნებიდან არის 7 ნიშანი რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში დამატებით მეორდება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე არანაკლებ 50მ მანძილზე
ყველა ბილეთის სანახავად გადადით ლინკზე https://www.youtube.com/channel/UCc7VBYcyHteEvZc2yzOhZ-A/videos
შეკითხვები შეგიძლიათ მომწეროთ info@sonya.ge
ყველაფერი საინტერესო შენთვის