რაჭის უძველესი ქალაქი ონი ტურისტული ობიექტების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა თბილისიდან მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულმა თემურ გუგეშაშვილმა წლების წინ ამ ქალაქის სავიზიტო ბარათი – „მხატვრის სახლი“, რომელიც დამსვენებლებს რაჭული სტუმარ-მასპინძლობის წეს-ჩვეულებებთან ერთად, რაჭულ კერძებს და გარემოსაც სთავაზობს. სასტუმროში ყველა სერვისი ერთადაა თავმოყრილი და ადგილობრივები ამბობენ, რომ პატარა მუზეუმად ქცეულ „მხატვრის სახლს“ სტუმარი ყველა სეზონზე ჰყავს.
#მხოლოდქართული – “მხატვრის სახლი” ონში
