ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა 300 ათასით შემცირდება. სამხედრო აღლუმში მონაწილეობა 12 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ და 500-მა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო. დასავლეთის ლიდერების უმრავლესობა პეკინში ჩატარებულ აღლუმს არ დასწრებია. სამხედრო აღლმის მიმდინარეობისას პეკინში ავტომობილების მოძრაობა შეჩერდა, ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას კი სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდეს. ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია ჰყავს, რომელიც 2 მილიონამდე ჯარისკაცს ითვლის.
ყველაფერი საინტერესო შენთვის