დღეს რუსეთში კონფედერაციის თასის A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი რუსეთის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში თამაშის საწყის წუთებშივე გაიხსნა – მატჩის მე-8 წუთზე გერეროს ჩაწოდებას პორტუგალიელთა კაპიტნის კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმა მოჰყვა. რონალდუს გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა. მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 0-1 დასრულდა.
შეხვედრის 72-ე წუთზე ქართული ფესვების ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო, პორტუგალიელთა ვეტერან მცველ პეპეს უხეშად ეთამაშა და ყვითელი ბარათითაც დაისაჯა.