სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. საბჭოს მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს კარგად ესმის უკრაინის, რადგან მისთვის ანალოგიური პრობლემები კარგადაა ცნობილი.
მათ ასევე ისაუბრეს პრემიერმინისტრ , ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე უკრაინაში. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.