სპექტაკლი: “ღმერთები “
თეატრი ათონელზე
რეჟისორი და სცენოგრაფი: საბა ასლამაზიშვილი
ტექსტის ავტორი: ვალერი ოთხოზორია მუსიკა: ვახო გვახარია, კონსტანტინე ეჯიბაშვილი
პროექტის კურატორი: ია კელერმანი
მონაწილეობენ: თორნიკე კაკულია, ანიკო შურღაია, გაგა არაბული, მარიამ ბალახაძე, გიორგი მაქაძე, ლადო ვაშაკიძე, გივიკო ბარათაშვილი, კონსტანტინე ეჯიბაშვილი
თეატრი ათონელზე და დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ხვლიკის კოლაბორაცია – წამოგიდგენთ ბერტოლტ ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამიანის” მიხედვით – ” ღმერთები “.
ღმერთები, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა სიკეთეს დაეძებენ. გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამიანის” თანამედროვე ადაპტირებული ვერსია დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას მიერ. თეატრალური კომპანია ხვლიკისთვის ეს კიდევ ერთი ექსპერიმენტია, რომელშიც პერსონაჟის ბრეხტისეული ხლეჩვა დამახასიათებელი და მეტაფორულია. უნდობლობა, ღმერთების საჩუქარი, მუდმივი დახმარების მომლოდინე ხალხი, სიყვარული, საკუთარ თავში სხვა ადამიანის პოვნა, ფიზიკური ხლეჩა და იმედი.
სპექტაკლის ბოლოს მაყურებელი თვითონ გადაწყვეტს ჩამოთვლილთაგან, რომელს დაეყრდნობა საკუთარი თავის გადასარჩენად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.