ახალი ქართული ახალგაზრდლი სერიალის საპილოტე ვერსია . პროდუქტი რომელიც შეიქმნა ფინანსების გარეშე Gigaproduction მადლობას უხდის ჯგუფის ყველა წევრს თავდაუზოგავი შრომისთვის .
შუქნიშანი
იმედდაკარგული, ერუდირებული ახალგაზრდების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის უჩვეულო პროექტში მონაწილეობა, სადაც ისინი საკუთარი თავისა თუ სამყაროს შეცნობას იწყებენ და მიზნების მისაღწევად, ღიად უპირისპირდებიან გაბატონებულ სტერეოტიპებს და არღვევენ დოგმებს.
სინოფსისი
მოქმედების ეპიცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის მოხალისეები არიან. მთავარი გმირები არ მიეკუთვნებიან წარჩინებულთა ოჯახებს, არც მშობლების სახელები უმაგრებთ ზურგს და არც სქელი ჯიბეები აძლევთ ფეხზე მყარად დგომის საშუალებას. მათი ერთადერთი, ძალა მათივე ინტელექტია, თუმცა ეს ხშირად, საკმარისი არაა გაუმკლავდნენ სტერეოტიპებს და შეცვალონ სამყარო მათ ირგვლივ. ისინი ხვდებიან, რომ რაღაც მეტი სჭირდებათ. იწყებენ ახალი იარაღის ძებნას და პოულობენ ახალ მიზანს. იბრძვიან ყველაფრისთვის, რაც აქვთ და რაც უნდათ, რომ ჰქონდეთ. იბრძვიან წარმატებისთვის კარიერაში და ეძებენ ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. მათი გზა უამრავი გზაჯვარედინით, გამოწვევითა და გაკვეთილითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზანი აქვთ, აერთიანებთ თავისუფლების იდეა და მაშინაც კი, როცა პრობლემების წინაშე დგანან, ერთმანეთის გვერდით ყოფნა აძლიერებთ. არ წუწუნებენ თავიანთ გასაჭირზე და ქმნიან გარემოს, სადაც მოხვედრა ყველას სურს, მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში, ატარებენ სოციალურ კამპანიებს, მართავენ ღონისძიებებს, იზიარებენ ევროპულ ფასეულობებს და ცდილობენ მის ქართულ რეალობასთან ინტეგრირებას. ასე იშენებენ საოცნებო კარიერას, პოულობენ და კარგავენ სიყვარულს, მარცხდებიან და კვლავ თავიდან იწყებენ. სერიალში გაშიშვლებულია ჩვენი დროის ადამიანების რეალური გრძნობები, გადმოცემულია ხმამაღალი ფიქრები იმაზე, რისიც რცხვენიათ, რაც აშინებთ და რასაც გაურბიან. ასახულია პერსონაჟების შინაგანი ბრძოლა ტრადიციებსა და დაუოკებელ ვნებებს შორის, ღირებულებებსა და ცდუნებებს შორის. მოთხრობილია ისიც, რაც ხდება მაშინ, როცა ერთი შეხედვით ბედნიერ, ქართულ ოჯახებში კარი იხურება.
როლებში
სალომე- მიმი გოგოხია
დიტო- გიორგი ძაგანია
ელენე-სოფო გვინრაძე
ნიკა-ბექა ხაჩიძე
გიორგი-დაჩი ბაბუნაშვილი
ზვიადი-ბექა ბერიკაშვილი
მამა-თემიკო ჭიჭინაძე
დედა-მაიკო გელოვანი
მამაო-სოსო ხვედელიძე მამაოს
დედა-დარეჯან ხაჩიძე
ეპიზოდებში
დედაო.1.- მარიამ ღოღობერიძე
დედაო 2 .-მარიკა ქურდუბაძე
ენჯეოელი1.-ამიკო ლაზარიშვილი
ენჯეოელი2.-მარიამ ელიაშვილი
ექთანი1.- გიორგი ბურჯანაძე
ექთანი 2.-ანა ინგოროყვა
შემოქმედებიტი ჯგუფი
რეჟისორი: ხათუნა გიორგობიანი
სცენარი: მარიამ ელიაშვილი
მხატვარი: მარინე ქურდუბაძე
ოპერატორი-: ლევან ირემაშვილი
გამნათებელი: დავით ხუფენია
მონტაჟი: საბა დვალი
ხმა: კობა მესხია. ირაკლი ფუტკარაძე
მუსიკა: კობა მესხია
სეტ მენეჯერი: გეგი თევზაძე
ქასტინგ მენეჯერი: გიორგი ბურჯანაძე
პროდიუსერი: გიგა კუხიანძე
https://www.facebook.com/gigaproducti…
e-mail: gigastudioproduction@gmail.com
Adress: 55 Z. Paliashvili St. Tbilisi, Georgia
Postal code: 0179
Tel.: +995 322 253 501
Mob.: +995 577 469 532
© 2022 GigaProduction