პერიფერია – ექსკურსია (EP)

პერიფერია – ექსკურსია (EP)
Spread the love

ერთკაციანი პოსტ-პანკ პროექტი თბილისიდან.

ბასი, გიტარა, ვოკალი, ტექსტი, ფოტო – რევაზ ბაჯელიძე
მიქსინგი-მასტერინგი: გოგა შენგელია

00:00 დაწყევლილი წრე
03:03 აქსიომა
05:27 ბავშვი ვაგონში
09:09 ფერმიხდილ თბილისს (საბაგიროს ნაუბარი)

—————————————————————————————————-
ტექსტები:

1. დაწყევილი წრე

ხრწნადი აზრები გივსებს გონებას
და კვლავ ეშვები ფიქრის მორევში,
ეშვები ღადრავს ყელს წამოწეულს,
ღადართან თამაშს რით ვერ მოეშვი?!

მხოლოდ გესლია შენი სასმელი,
ფიალაშია ცოტა სამსალა,
არ ვიცი მერამდენედ ეცადე,
ვერსად ვერ გაექეცი სამსარას.

2. აქსიომა

კვლავ კაეშანმა შეგიპყრო თითქოს …
ეს კითხვა დასვი დამწუხრებისას:
„მოგონებების მონობა გიჯობს,
თუ თავის დახსნა მარწუხებისგან?“

უღრან ტყეს სერავს ბინდის სამოსი,
ჯურღმულში ნებით იდებ ბორკილებს,
წუმპეში წოლას წარსულად აქცევ,
თუ საკუთარ თავს დაიმორჩილებ.

3. ბავშვი ვაგონში

მოწყალებას გთხოვს მკრთალი თვალებით,
არ დასცდენია არც ერთი ბგერა,
დაქანცულ სხეულს ძლივსღა იმაგრებს,
წუთისოფელმა ასწავლა თმენა.

შეხედეთ, ციცქნა, გათოშილ თითებს,
როგორ ითვლიან მონეტებს ფრთხილად,
კვლავ გაუმართლდა ბიჭს მოლოდინი …
შიმშილის შიშის გემო ხვდა წილად.

4. ფერმიხდილ თბილისს (საბაგიროს ნაუბარი)

წინ გაცრეცილი ქუჩა მიგვიძღვის,
აქა-იქ ქუხილს გაიგებთ კრულვის,
გიორგობისთვე გამეფებულა,
ქალაქს კი თითქოს ამოხდა სული.

სიმბოლურია ეს საბაგიროც,
მხოლოდ ნიავი არხევს ფაქიზად,
იგი ამაყად უცქერს დაისებს,
უკანასკნელი ხვდება განთიადს.

ჭაღარა მიცვალებულს წააგავს,
გულით ატარებს მრავალ ხვაშიადს,
ცხადია, რომ უტყვს ვერას დასტყუებ,
თვალში თვალს თუ გაუყრი ყასიდად.

მიყვარს თბილისის მიხდილი ფერიც,
მაგრამ მწადია კაშკაშა იყოს,
გიორგობისთვე გამეფებულა,
ქალაქს კი სული ამოხდა თითქოს.

#პერიფერია #ექსკურსია #პოსტპანკი #თბილისი #სევდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *