✋ 40 საინტერესო ფაქტი – საქართველო (ნაწილი V)
გამოიწერეთ ჩვენი არხი:
✅ https://www.youtube.com/channel/UC61fyDM1d46TcR_F60xCddQ?sub_confirmation=1
/>
💟 თუ მოგწონთ ჩვენი არხი იქნებ დონაციის სურვილიც გაქვთ?
https://www.paypal.me/H1Ta
(სხვა მეთოდების გამოყენებისთვის მოგვწერეთ მაილზე)
historyinterestingfacts1@gmail.com
1. ჭიათურა გალხდათ ქალაქი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი.
2. სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში, ის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.
3. ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო, -როსტომ რაზმაძე.
4. საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც არ ყოფილა ანტისემეტიზმი, ვიცით რომ ებრაელებს უძველესი დროიდან მოყოლებული თითქმის ყველა ქვეყანაში ემტერებოდნენ, საქართველო კი გამონაკლიასია ამ კუთხთი.
ისინი აქ 2000 წელზე მეტია ცხოვრობდნენ.
5. სამების საკათედრო ტაძარი სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-მოსკოვში და ისააკის ტაძარი-სანკტ-პეტერბურგში, ასწრებს.
6. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი;
7. მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი ტრაქტორი საქართველოში დამზადდა 1963 წელს.
მას “Сакартвело”. ჰქვია.
8. მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს მუშტაიდის ბაღში ამოქმედდა.
9. თითქმის ყველა ქართველმა იცის, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ
ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა.
10. მრავალი მკვლევარის ვარაუდით სიტყვა ღვინო მთელს მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა, ფუძეს თითქმის ყველა ენაში მსგავსი ძირი აქვს.
Οíνος vinum gini Wein Wine вино
11. სიღნაღის ციხე- გალავანი, არის ფართობით ევრობაში პირველი და მსოფლიოში მეორე ჩინეთის კედლის შემდეგ.
12. ევროპის უმაღლესი მწვერვალები საქართველოშია (შხარა (5,201) მყინვარწვერი (5,033 ) თეთნულიდ (4,858) უშბა (4,710).
13. ოქროს პირველი მაღარო აღმოჩენილია საქართველოში, საყდრისში.
14. პირველი ევრაზიელები დმანისში აღმოაჩინეს, ყველასათვის ცნობილი (ზეზვა და მზია).
15. ევროპაში ყველაზე ღრმა უფსკრული არის თოვლიანი უფსკრული საქართველოში. (აფხაზეთში)
16. მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყალი აღმოჩნდა საქართველოში, ოჩამჩირის რაიონი სოფელ კინდღის ტერიტორიაზე, სადაც მიწის ბურღვის დროს ჭაბურღილიდან იფეთქა თერმულმა წყალმა. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია ცელსიუსუთ. წყალი ამოჩქეფს 3580მ სიღრმიდან. 2.თითქმის ასეთივე ტემპერატურა აქვს ფონიჭალის მიდამოებში აღმოჩენილ წყალს (103 გრადუსი), ეს წყალი აღმოაჩინეს 1966 წელს ბურღვის შედეგად, რომელიც 3600 მ სიღრმიდან ამოსჩქეფს 3. ცაიშის მინერალური წყლის ტემპერეტურა 81 გრადუსია.
17. მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოაჩენილია საქართველოში.
18. უძველესი ქართული წარწერა, 1950 წელს ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა, პალესტინაში.
19. მე-19 საუკუნემდე სოლოლაკს ავანაანთხევს ეძახდნენ და იქ ქართველ წარჩინებულთა ბაღები იყო გაშენებული.
20. 1921დან -1941წლამდე საქართველოში დაიხვრიტა 72 000 კაცი.
21. იბერიის სახელმწიფოს უძველესი დედაქალაქი გახლდათ უფლისციხე.
22. 1832 წლის ქართველთა დიდი შეთქმულება იასე ფალავანდიშვილმა გასცა.
23. ქალაქ მარნეულს 1947 წლამდე ერქვა – ბორჩალო.
24. ისტორიულად საინგილოს ჰერეთი ერქვა. მისი მოსახლეობა ლეკებმა გაამაჰმადიანეს, “იანგალი” ახალმოქცეულს ნიშნავს და აქედან წარმოიშვა სახელწოდება “საინგილო”.
25. საქართველოს მეფეთაგან ყველაზე ხანდაზმული ვინც მეფე გახდა იყო როსტომი, ის ტახტზე 67 წლისა ავიდა, 1633 წელს.
26. მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 საქართველოში ხარობს.
27. ძველად საქართველოში ვალის დაბრუნების გარანტიად ულვაშის ღერს ტოვებდნენ. ვალის დაუბრუნებლობა სახელის (ულვაშის) შერცხვენას ნიშნავდა.
28. თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმანები ერთ მეჩეთში ლოცულობენ.
29. ვახტანგ გორგასალის პირველი ცოლი სპარსი იყო, ხოლო მეორე კი – ბერძენი.
30. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატია ხახულის ღვთსმშობელი.
31. ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ადამიანებს ყურის გარეშე ხატავდა.
32. ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე გახლდათ.
33. წიგნი “სიმართლე აფხაზეთზე”, რომლის ავტორები არიან გურამ ფანჯიკიძე და რომან მიმინოშვილი, მთელი ტირაჟი შეიძინეს აფხაზებმა და გაანადგურეს.
34. ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი სამჯერ იყო გერმანელთა ტყვეობაში და სამჯერვე გამოიქცა.
35. საქართველოში ტკბილეულით მოვაჭრეს ბაყალს ეძახდნენ.
36. 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავდროულად სახელმწიფოს მეთაურიც იყო. ხელისუფლების ამგვარ დანაწილებას დემოკრატიულ სახელმწიფოებში ანალოგი არ მოეძებნება.
37. ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა…
38. საქართველოში არსებობდა“ უღირსი ადამიანებისთვის ხელის არჩამორთმევის საზოგადოება“
39. ქართული ანბანი მსოფლიოს ულამაზეს დამწერლობათა ხუთეულში მოხვდა.
40. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარი სათაურით : «ქართველი ქალის ბედი»
ჩვენი სოციალური ქსელი:
Facebook: https://www.facebook.com/historyinterestingfacts
Instagram: https://www.instagram.com/historyinterestingfacts