რა ხდება სიკვდილის შემდეგ ? აგრძელებს თუ არა სული ცხოვრებას? რჩება თუ არა ის დედამიწაზე ან ხომ არ გადადის ის სხვა სამყაროში ? ეს ის კითვებია რომლებიც ასე თუ ისე ყველა ჩვენგანს აწუხებს… არის მოსაზრება რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განაგრძობს ცხოვრებას სხვა ადამიანის სხეულში. ანუ ხდება რეინკარნაცია. ეს ზემოხსენებული გახლავთ რელიგიური წარმოდგენა რომლის თანახმადაც, სხეულის სიკვდილის შემდეგ, არამატერიალური სული სახლდება სხვა სხეულში როგორც წესი ადამიანში ან ცხოველში. რეინკარნაციას ასევე მოიხსენიებენ როგორც მეტაფსიქოზი. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი წარმართული სწავლებაა ზემოხსენებულ რეინკარნაციაზე ბიბლიაშიც არის საუბარი.
აუცილებელია აღინიშნოს ფაქტი, რომ ამ ფენომენისადმი რელიგიური და მეცნიერული შეხედულებები განსხვავებულია. თუ გვსურს, რომ მეცნიერულად ავხსნათ რეინკარნაციის არსი თავდაპირველდ ჩვენ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ ის ფაქტი, რომ სულები არსებობენ. ხდება შემდეგი რამ… კონკრეტული არამატერიალური სული ტოვებს ადამიანის სხეულს იგი ინაცვლებს სხვა ადამიანის სხეულში და განაგრძობს ცხოვრებას.
ზოგიერთი ადამიანისთვის რეინკარნაცია უბრალოდ მითია, თუმცა ისტორიაში რეინკარნაციის 22000 შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული რაც სახუმარო რიცხვი ნამდვილად არ გახლავთ…
ბარბრო კარლენი 1954 წელს შვედეთში დაიბადა, ანა ფრანკის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ. როდესაც ბარბრუ 2 წლის გახდა მან მშობლებს განუცხადა რომ მისი ნამდვილი სახელი ანა იყო… ბარბროს მშობლები მას მერე შეშფოთდნენ, როცა მან ზუსტად გაიხსენა ანა ფრანკის ცხოვრების დეტალები, მაშინ როდესაც ანა ფრანკის დღიურები ჯერ შვედურად ნათარგმნიც კი არ იყო… ანას მსგავსად ბარბრუც წერდა და ეს მას მშვენივრად გამოსდიოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დამთხვევები ხელწერასა და წერის სტილშიც იყო. როდესაც ბარბრო 10 წლის გახდა მშობლებმა ის სამოგზაუროდ ვროპაში წაიყვანეს. ამსტერდამში გასეირნებისას იგი ანა ფრანკის სახლთან მივიდა და ყოველი დეტალი ზედმიწევნით ზუსტად გაიხსენა. ამ ფაქტის გახმაურების შემდგომ ბარბროთი ანას ოჯახიც დაინტერესდა. გოგონამ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ანას ოჯახის წევრებზე, რომ მათ დღემდე სჯერათ, ის რომ ბარბრო ანა ფრანკის რეინკარნაციაა.
ჯეიმს ლაინგერი გახლდათ ბავშვი რომელიც გატაცებული იყო სამხედრო თვითმფრინავებით, იგი გამუდმებით თვითმფრინავებსა და ბრძოლას ხატავდა. ჯეიმსი სულ იმას ამბობდა, რომ მისი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომში ჩამოაგდეს. მშობლები ბავშვის მონაყოლმა განაცვიფრა და როდესაც ჰკითხეს თუ ვინ ჩამოაგდო მისი თვითმფრინავი ბავშვმა მაშინვე უპასუხა და თან დაწვრილებით აუხსნა ის, რომ მისი თვითმფრინავის დაღუპვაში იაპონელი მეომრები იყვნენ დამნაშავენი. საკვირველია ფაქტი, რომ მას გემის სახელიც კარგად ახსოვდა ეს იყო გემი ნატომა. ამ ყველაფრის შემდეგ მშობლებმა რათქმაუნდა ისტორიის გარკვევა დაიწყეს. როდესაც ჯეიმსს კოლექტიური ფოტო აჩვენეს მან მაშინვე ამოიცნო საკუთარი თავი, იცნო მეგობრებიც და გაიხსენა ოჯახის წევრებიც. ჯარისკაცი სახელად ჯეიმს ჰიუსტონი… ნამდვილად არსებობდა, იყო მფრინავი მეორე მსოფლიო ომში, მისი თვითმფრინავი იაპონელებმა ჩამოაგდეს.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სირიელი ბიჭის მონაყოლმა მთელი სოფელი ააფორიაქა. საქმე ის გახლდათ, რომ ერთ დღეს სოფელ ტრემსეჰში მცხოვრებმა 3 წლის პატარა ბიჭმა სახელად ბარულმა მშობლებს დაწვრილებით მოუყვა თუ როგორ მოკლეს ის ნაჯახით. მონაყოლი ბავშვის მონაროშს ჰგავდა, თუმცა ყველაფერი სწორედ მაშინ გართულდა, როცა ბარულს შემოტევები დაეწყო და მშობლებს ნაჯახისა და მომხდარი ჩხუბის შესახებ გამუდმებით უყვებოდა. ამბავი სოფელში მალე გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა პატარა ბიჭს არამარტო მკვლელობის იარაღი, არამედ მკვლელის სახელიც და ის ადგილიც კარგად ახსოვდა სადაც ის მოკლეს. ადგილობრივი სასულიერო პირის თქმით შესაძლოა ბავშვი მის დაბადებამდე მომხდარი გაუხსნელი მკვლელობის გამო იტანჯებოდა. სოფლის მოსახლეობამ მკვლელს მალევე მიაგნო მამაკაცის დანახვისთანავე ბავშვი აყვირდა „მე შენი მეზობელი ვიყავი, შენ კი ნაჯახით მომკალი, ისიც ვიცი სად დამარხე ჩემი სხეული“ ყველასთვის მოულოდნელად მამაკაცი გაიქცა, სოფლის მოსახლეობამ ის მალევე დაიჭირა, მისი სახლის სარდაფში კი საფლავი და ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული ბავშვი მისი მოკლული იყო. სოფლის მოსახლეობამ დამნაშავე გაასამართლა და ლინჩის წესით დასაჯა.
რაც შეეხება ბარულს, ბიჭუნას კოშმარები მოეხსნა… მის მშობლებსა და მეზობლებს მომხდარის ახსნა უჭირთ…
წყარო: NEWSPOSTS
წყარო: GDS TV – GDპედია