გადაცემა „უხილავი ბავშვები“ მორიგი თემით „ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე გამოვლენილი ძალადობები“.
გადაცმის სტუმარი- მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
გადაცემის წამყვანი- შოთა თუთბერიძე
რადიო “შოკოლადი” FM 98.5
CSDC
მეხუთე გადაცემის თემა იყო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ძალადობა. გადაცემის სტუმარი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ქურციკიძე. სტუმარმა აღნიშნა, რომ ბავშვზე ძალადობა ზრდის მისი ქუჩაში წასვლის ალბათობას და რომ ამგვარი ძალადობის მისაღებობა არის საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. აღინიშნა, რომ საქართველოში არსებობს სამი მინისტრის ერთობლივი ბრძანება, რომელიც ავალდებულებს პირთა გარკვეულ წრეს , ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყონებლივ შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს. როგორც ითქვა, ეს მექანიზმი, პრაქტიკულად, არ მუშაობს და პოლიციის თანამშრომლები და მასწავლებებიც კი, ხშირად ძალადობას არ აღიქვამენ მართსაწინააღმდეგო ქმედებად.