👉 ობამა ოჯახთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით არგენტინაში იმყოფება და ბუენოს აირესში ადგილობრივ მოცეკვავესთან ერთად ტანგოც შეასრულა; სერბების ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი დღეს ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში, მასობრივი მკვლელობებში, დეპორტაციისა და გენოციდის მოწყობაში. კარაჯიჩს 40-წლიანი პატიმრობა მიესაჯა; “ოდეერები” ჰონგ კონგშიც არიან? – ლექტორები უნივერსიტეტების მმართველობაში სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით გამოკითხვას აწყობენ; სირიის სამთავრობო ძალებმა დაიწყეს შეტევა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ პალმირას დასაკავებლად; სირიის ჯარის პარალელურად, ერაყის სამთავრობო ძალებმა დაიწყეს შეტევა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულზე, რომელისაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე 2 წელია აკონტროლებს; საფრანგეთში შრომის კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებენ – რამდენიედღიანი დაპირისპირება პარიზში; კეპლერის ტელესკოპმა პირველად დააფიქსირა ვარსკვლავის აფეთქებით გამოწვეული სინათლის რეზონანსი!
👉 Fest I Nova 2016. “მომავალი მეხსიერება” – ფესტივალი არტ ვილა გარიყულში – სტუმარი: მარიამ ნატროშვილი, წლევანდელი ფესტივალის კურატორი.
👉 როგორი იმიჯით და სცენოგრაფიით წარსდგება Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე? – სტუმარი საშა ჟან-ბაპტისტი, ევროვიზიის რეჟისორი, სცენოგრაფი;
👉 Projet Elea – სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის თამაში ვირტუალური სათვალისთვის; Adr1ft-ის ახალი თრეილერი; რომელი ქალაქია ყველაზე მეტჯერ მოხსენიებული ლიტერატურულ ნაწარმოებში? მოტოციკლები – კოღოებთან ბძოლის ახალი მეთოდი!