სასარგებლო ვებ–გვერდები

Spread the love

კომპიუტერთან მჯდომ ნებისმიერ ადამიანს მოსწონს ინტერნეტში ძრომიალი და სხვადასხვა საინტერესო ვებ–გვერდების მონახულება, მაგრამ თუ თქვენ არ ხართ საკმაოდ გაცნობიერებული ინტერნეტში გაგიჭირდებათ ისეთი სასარგებლო ვებ–გვერდების მოძებნა, რომლებიც მარკეტინგულ მხარეს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და აგრესიულად არ ხვდებიან სხვადასხვა ვებ–გვერდების მომხმარებელთა თვალთახედვის არეში.

სწორედ, ამიტომ ამ პოსტში გეტყვით რამოდენიმე ისეთ ვებ–გვერდს, რომელიც წესით და რიგით კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს უნდა გამოადგეს (თუმცა შეიძლება ამ ჩამონათვალში თქვენი მოსაწონი არც ერთი ვებ–გვერდი არ იყოს). რამოდენიმე საიტზე ვეცდები მოკლე აღწერის საშუალებით გითხრათ, თუ რას ემსახურება იგი.

  • pixlr.com დარწმუნებული ვარ დღის მანძილზე ერთხელ მაინც რომელიმე თქვენთაგანს დაგჭირდებათ ფოტოს რედაქტირება, თუმცა ამას ვერ ახერხებთ იმ სტანდარტული პროგრამით, რომელიც თქვენს ოპერაციულ სისტემას მოჰყვება. ასევე ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება დაეზაროს ასეთი პროგრამის გადმოწერა და ინსტალაცია. თუმცა, აღნიშნული ვებ–გვერდის მეშვეობით, თქვენ გადმოწერის გარეშე გამოიყენებთ ყველა იმ საჭირო ფუნქციას, რომელიც მსოფლიოში ცნობილ Adobe Photoshop-ს გააჩნია.
  • epicfail.com დიდი ხანი კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ, ნამდვილად დაგჭირდებათ განტვირთვა. ჩემი აზრით, განტვირთვის საუკეთესო საშუალება იუმორია. თუმცა ისიც დამღლელი იქნება, რომ ადამიანმა დაიწყოს სხვადასხვა საიტზე ძებნა რაიმე სასაცილო ფაქტისა. ამ საიტზე კი ყველა ხუმრობა ერთად არის თავმოყრილი. ვებ-გვერდის მონახულების შემდეგ კი ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ მასზე განთავსებული ყველა ხუმრობა ნამდვილად სასაცილოა.
  • archive.org არქივი მეტად გამოსადეგი რამ არის. გაგიკვირდებათ და ინტერნეტში არსებობს საიტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში Web არქივირებას ახდენდა. ამ საიტის მეშვეობით თქვენ ნებისმიერი ვებ–გვერდის მონახულება შეგიძლიათ და ასევე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ ეს ვებ–გვერდები წლების მანძილზე.
  • spelling.ge ეს ვებ–გვერდი ყველას ყოველთვის არ გამოადგება, თუმცა შეიძლება ოდესმე გამოგადგეთ. ამჯერად ეს ქართული რესურსია და მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქართული გრამატიკის შემსწორებელი გაგვაჩნია. მაგალითად, თქვენ დაწერეთ რაიმე ტექსტი და გსურთ, რომ იგი გადაამოწმოთ გრამატიკულ შეცდომებზე. ასეთ შემთხვევაში შევდივართ ამ საიტზე, ვახდენთ ამ ტექსტის კოპირებას მასში და ვაწვებით შესწორებას. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სულ რამდენიმე წამში თქვენი ტექსტი გასწორდება გრამატიკულად.
  • craziestgadgets.com თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ტექნოლოგიური სიახლეებით, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ უცნაური ფორმის და ფერის ტექნოლოგიური გამოგონებები. სამწუხაროდ ეს საიტი ინგლისურენოვანია, თუმცა იგი დასურათებულია და თქვენ შეძლებთ ამ გამოგონებების ნახვას.
  • popurls.com ეს ვებ–გვერდი თავის მხრივ სხვადასხვა ცნობილი საიტებიდან ახდენს სიახლეების იმპორტს, ამ ვებ–გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და მარტივად აარჩიოთ სხვადასხვა საიტებზე განთავსებული თქვენთვის საინტერესო თემები.
  • bit.ly ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში გამორჩეულად საინტერესო ამბავს გადააწყდები და გინდა ეს ამბავი მეგობარს გაუზიარო მაგრამ აღნიშნული ამბის ბმული იმდენად დიდია, რომ საშინელ ასოციაციას იწვევს, ან ბმულის გაგზავნა გიწევს სმს–ის ან სხვა ხერხით, როდესაც ბმულს ვერ დააკოპირებ, სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის ეს საიტი, რაც არ უნდა გრძელი იყოს ბმული ამოკლებს მას და რამოდენიმე სიმბოლოში აქცევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *