
როგორ დავხატოთ დეკორატიული პანო?
როგორც ვიცით, მონუმენტური მხატვრობა ფერწერისა და არქიტექტურის სინთეზს გულისხმობს. მხატვარს მუშაობისას უხდება არქიტექტურის თავისებურებათა (კედლის ან ჭერის ფორმის, ზომის, კარ-ფანჯრის ღიობების თუ სხვა ელემენტების) გათვალისწინება. მაგ, რაფაელმა ერთ-ერთ სტანცაში, კედელზე, რომელშიც საკმაოდ დიდი კარი იყო გაჭრილი, გამოსახა კომპოზიცია “პარნასი”. მხატვარმა ისე ააგო კომპოზიცია რომ მასში “შეჭრილი” კარი ერთგვარ შემაღლებად აქცია; შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს მის გარშემო…