როგორ ავითვისოთ ზღვის სიკეთე?
ზაფხული, ზღვა, მზე და ცურვა ყოველთვის სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს ადამიანის გონებაში, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ზღვაში ბანაობა ჩვენი ორგანიზმისათვის. ის ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზღვა ხომ მინერალური წყლით სავსე უზარმაზარი აბაზანაა. მასში ყველაზე მეტია სუფრის მარილი (88%), ამიტომ ზღვაში ბანაობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. მარილის ხსნარი აცოცხლებს გახევებულ უჯრედებს, წმენდს კანს, აშუშებს ჭრილობებს….