როგორ არის აგებული საერთაშორისო ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა?

ფული
Spread the love

მსოფლიოში დღეს მოქმედი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების საერთაშორისო ელექტრონული სისტემები იყოფა ორ ნაწილად:

– საბანკო შეტყობინების ელექტრონული სისტემები (სშეს) და საბანკო ანგარიშსწორების საერთაშორისო ელექტორნული სისტემები (სსეს).

განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ სშეს-ს საშუალებით ხორციელდება მხოლოდ მონაცემთა ელექტრონული გაცვლა(EDI) საანგარიშსწორებო დოკუმენტების ოპერაციული გადაგზავნა და შენახვა (გადახდების რეგულირებას აწარმოებენ თვითონ ბანკები), ხოლო სსეს-ს ფუნქციები უშუალოდ არის დაკავშირებული წევრების ურთიერთვალდებულებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფასთან. იგი წარმოადგენს ფონდების ელექტრონულ გადარიცხვების სისტემას (EFT), რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის მოძრაობა ელექტრონულ რეჟიმში ორ ბანკს შორის, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ფულადი სახსრების გადარიცხვები.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისეთი სისტემები როგორებიცაა SWIFT და BankWire (აშშ-ს ბანკების კერძო ელექტორნული ქსელი), ხოლო მეორე კი FedWire (აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ქსელი), CHIPS (ნიუ-იორ-კის საერთაშორისო საგადამხდელო-საანგარიშსწორებო სისტემა), CHAPS (ლონდონის საგადამხდელო პალატების ავტომატური სისტემა).

აშშ-ში მოქმედი ელექტრონული სისტემებიდან ყველაზე დიდებია FedWire და CHIPS. ისინი ემსახურებიან აშშ-ს ყველა შიდა საბანკო ანგარიშსწორების დაახლოვებით 90%-ს.

FedWire წარმოადგენს ყველაზე დიდ საკომუნიკაციო საბანკო ქსელს. ფედერალური სარეზერვო სისტემის FedWire-ში მონაწილეობს დაახლოებით 6 ათასამდე საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტი. ამ სისტემის მუშაობის პრინციპი იდენტურია თვით ფედერალური სარეზერვო სისტემის მუშაობის პრინციპისა. ყოველი ბანკი მონაწილეობს სისტემაში თავსი რეგიონალური ფედერალური სარეზერვო ბანკის მეშვეობით. მოქმედებს რა თავისი ან კლიენტის სახელით, ერთი ბანკი უბრალოდ გადაიტანს სახსრების ნაწილს თავისი სარეზერვო ანგარიშიდან ბანკი-ბენეფიციარის სარეზერვო ანგარიშზე, რომელიც თავის მხრივ იღებს ამ სახსრებს ან თვითონ ან ბენეფიციარის სასარგებლოდ. ანგარიშსწორების აღნიშნულ მეთოდს მივყავართ იქამდე, რომ Fედჭირე-ს მონაწილე ბანკების ანგარიშებზე სახსრები დღის განმავლობაში აკეთებენ თორმეტ ბრუნამდე. ბანკების დონეზე ანგარიშსწორება ხორციელდება პრაქტიკულად დაუყოვნებლივ – ერთი ბანკის სარეზერვო ანგარიში დებეტდება, ხოლო მეორესი კრედიტდება.

ყოველ რეგიონალურ სარეზერვო ბანკს ემსახურება რეგიონალური კომპიუტერული ცენტრი, რომლის საშუალებითაც ხდება რეგიონის შიგნით განხორციელებული გადასახადების დაბალანსება. თუ გადარიცხვა მიმართულია სხვა რეგიონის საკრედიტო დაწესებულებისაკენ, მაშინ გადამხდელის სარეზერვო ბანკი უკავშირდება მიმღების სარეზერვო ბანკს ქ. კალპეპერში განთავსებული ცენტრალური პროცესორის მეშვეობით.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ანგარიშსწორების სისტემის ყოველი მონაწილე ემსახურება ყველა ქვემდებარე დონეს. მაგრამ მთავრ ფუნქციად რჩება სახსრების გადაადგილება ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე. ფაქტიურად სისტემა იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას მხოლოდ თანხების მოძრაობაზე ფედერალურ სარეზერვო ბანკებში და მათ შორის (ესე იგი მხოლოდ პირველ და მეორე დონის ქსელებში).

პასუხისმგებლობას მონაწილე ბანკებს და მათ კლიენტს შორის იღებენ თვითონ ბანკები. გადახდა დასრულებულად ითვლება სახსრების მიმღების ბანკის სარეზერვო ანგარიშზე მოხვედრის თანავე და მისი უკან გამოთხოვა შეუძლებელია.

სისტემამ CHIPS დაიწყო მუშაობა 1970 წელს. ნიუ-იორკის ბანკების ელექტრონული ქსელის აუცილებლობა გამოწვეული იყო საერთაშორისო გადარიცხვების რაოდენობის სწრაფი ზრდიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ ყველა გადარიცხვის განხორციელება ერთ სისტემაში ძალიან გაძნელებული იყო CHIPS სისტემა შემუშავდა როგორც დეცენტრალიზებული. ყველა მონაწილე ბანკიდან ყველა დანარჩენს შორის ანგარიშსწორების განსახორციელებლად ამორჩეულ იქნა 12 უმსხვილესი ბანკი. CHIPS სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს მხოლოდ ბანკი, რომლის კაპიტალიც არ არის 250 000 აშშ დოლარზე ნაკლები. CHIPS ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს განყოფილება ნიუ-იორკში, რომელიც შეერთებული უნდა იყოს ანგარიშსწორების მონაწილე ბანკების საანგარიშსწორებო ცენტრებთან. ამ დროს ბანკთაშორისი ვალდებულებები და მოთხოვნები არ ტარდება დაუყოვნებლივ ელექტრონული შეტყობინების შემდგომ, არამედ გროვდება სამუშაო დღის განმავლობაში, რომლის დამთავრების შემდგომაც გამოიყვანება ბალანსი. საბოლოო ანგარიშწორება ხორციელდება სისტემის მონაწილე ბანკებს შორის ნიუ-იორკის სარეზერვო ფედერალურ ბანკში გახსნილ სარეზერვო ანგარიშების მეშვეობით – FedWire-ის საშუალებით.

ასე და ამგვარად CHIPS -ის მონაწილე საანგარიშსწორებო ბანკები ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაწილე სარეზერვო ბანკები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გადარიცხვები არ სრულდება დუყოვნებლივ. ურთიერთვალდებულების დაგროვების სისტემა მოხერხებულია მონაწილე ბანკებისათვის, რადგან ყველა გადახდა რეგულირდება ერთი დღის განმავლობაში. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი დღის ბოლოს ადგენს ბანკების სარეზერვო პოზიციებს.

მაგრამ ბანკების კლიენტებისთვის ასეთი სისტემა ქმნის გარკვეულ უხერხულობებს, რადგან ბენეფიციარს შეუძლია თანხის მიღება მხოლოდ საღამოს 6 საათის შემდეგ. მიუხედავად ამისა აღნიშნული სისტემა საჭიროა, რადგან დღის განმავლობაში განხორციელებული გადარიცხვები 900 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დადის რომოდენიმე საბოლოო გადარიცხვამდე 5-6 მილიარდ აშშ დოლარამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *