როგორ ავითვისოთ ზღვის სიკეთე?

ზღვა
Spread the love

ზაფხული, ზღვა, მზე და ცურვა ყოველთვის სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს ადამიანის გონებაში, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ზღვაში ბანაობა ჩვენი ორგანიზმისათვის.

ის ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზღვა ხომ მინერალური წყლით სავსე უზარმაზარი აბაზანაა. მასში ყველაზე მეტია სუფრის მარილი (88%), ამიტომ ზღვაში ბანაობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას.

მარილის ხსნარი აცოცხლებს გახევებულ უჯრედებს, წმენდს კანს, აშუშებს ჭრილობებს. ასე რომ ზღვიდან ყოველთვის ,,ახალი” კანით ამოდიხართ. ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს (იგი სასიკეთოდ მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე), კალიუმს, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისათვის, კალციუმს – ის მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში, იოდს, ურომლისოდაც ნორმალურად ვერ იმუშავებდა ადამიანის ფარისებრი ჯირკვალი, ანუ მთელი ორგანიზმი.

მთელი ეს ,,მენდეელეევის სისტემა” ბანაობისას ფორების მეშვეობით აღწევს ორგანიზმში. ამიტომ როცა ზღვიდან ამოხვალთ, ნუ იჩქარებთ შხაპის მიღებას ან გასარუჯი კრემის წასმას. აცალეთ ზღვის წყალს ბოლომდე სასიკეთოთ იმოქმედოს თქვენს ორგანიზმზე.

ზღვის წყალი საუკეთესო საშულებაა, ბრონქიტთან, ჰაიმორიტთან და ტონზილითტან საბრძოლველად. ამიტომ ბანაობისას ყელის და ცხვირის გამორეცხვა მხოლოდ სასიკეთოთ და სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენზე. თვალებს კი უნდა გავურთხილდეთ, თუ ყვინთვას აპირებთ სჯობს სათვალე გაიკეთოთ.

საუკეთესო მასაჟია – ტლღები. წყალში ნებისმიერ მოძრაობას წინააღმდეგობა ახლავს, ე.ი. ავარჯიშებს სხეულს.

იბანავეთ რამდენიც გენებოთ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ზღვის ნაპირზე (რა თქმა უნდა ჩრდილში). ზღვის ნიავი უხდება სასუნთ გზებს და აწყნარებს ადამიანის ნერვიულ სისტემას. ზღვა ჩვენი სხეულის და სულის მკურნალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *