როგორ მუშაობს საკრედიტო სისტემა საქართველოში?
ერთსაფეხურიანი საბანკო სისტემა ბანკებს შორის ჰორიზონტალურ კავშირებს, მათი ოპერაციებისა და ფუნქციების უნივერსალიზაციას ეფუძნება. ერთსაფეხურიანი საბანკო სისტემის ცარჩოებში ყველა საკრედიტო-საანგარიშსწორებო მომსახურების ანალოგიური ფუნქციების შესრულებისას ერთ იერარქიულ საფეხურზე იმყოფება. აგებულების ასეთი ტიპი ძირითადად დამახასიათებელია, როგორც სუსტად განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურების ქვეყნებისათვის, ასევე მართვის ტოტალიტარული, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური რეჟიმის ქვეყნებისათვისაც. ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა ბანკებს შორის ურთიერთობების ორ სიბრტყეში აგებულებაზე არის აგებული:…