ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ბარაქის ხეს მოაქვს წარმატება, სიმდიდრე, კეთილდღეობა. მაგრამ მას ასევე აქვს საკმურნალო თვისებები, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის.
ეს მცენარე არაფრად ჩამოუვარდება ალოეს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბარაქის ხე, გირჩევთ აუცილებლად იყიდოთ, მისი მოვლა ძალიან მარტივია.
თუ სახლში ვინმე სერიოზულად ავადმყოფობს, მისი ფოთლები ნელ-ნელა გაფუჭებას იწყებს, ის იზიდავს უარყოფით ენერგიას. ხოლო როდესაც ადამიანი გამოკეთდება, ხეც კვლავ განაგრძნობს სიცოცხლეს.
ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები
1. მსუბუქი დაწვა, ჭრილობები, სხვა დაზიანებული ადგილები
დაიდეთ მისი ფოთოლი დაზიანებულ ადგილას და გადაიხვიეთ. 5 საათში ერთხელ შეიცვალეთ.
2. მწერების ნაკბენი
წაისვით მისი წვენი დღეში 4-ჯერ ნაკბენ ადბილას.
3. პიელონეფრიტი და ცისტიტი
აიღეთ 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დატოვეთ 1 საათით. შემდეგ მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.
4. ყელის ტკივილი
გააკეთეთ წვენი 10 ფოთლისგან, დაასხით 300 მლ თბილი წყალი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
საფუძვლიანად დაღეჭეთ 2 ფოთოლი ერთი საათით ადრე საუზმემდე.
6. ტუჩის ჰერპესი
გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფოთლისგან. წაისვით ჰერპესზე ყოველ საათში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა 2 დღით.
7. ართრიტი, ართროზი
10-15 ფოთლისგან გააკეთეთ წვენი და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე ღამით.ყურადღება: ბარაქის ხე შეიცავს დარიშხანს. ამიტომ არ გირჩევთ მის დალევას ან სხვაგვარ მიღებას. აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.