მშრალი, არომატული ვაშლის ჯემი – მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება

ვაშლის ჯემი
Spread the love

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეცეპტის შესახებ ადრე არ ვიცოდი! როცა სახლში ბევრი ვაშლი გაქვთ, იმაზე ფიქრს იწყებთ, თუ რა მოამზადოთ, თავში ორიგინალური გადაწყვეტილება ჩნდება… ღუმელში გამომცხვარი მშრალი ვაშლის ჯემი დიდ დროს არ წაგართმევთ და უჩვეულო არომატს მიიღებთ. „პაპარაცი“ დესერტის შესანიშნავ რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც ყველას მოეწონება.

მშრალი ვაშლის ჯემი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 300 გრ შაქარი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. ამ შეუდარებელი დესერტის მოსამზადებლად სჯობს მომჟავო-მოტკბო ვაშლი და ტკბილი სახეობის ვაშლი აიღოთ. თითოეული ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე მჭიდროდ დააწყვეთ. ზემოდან შაქარი, დარიჩინი და ლიმონის მჟავა მოაყარეთ.

2. ვაშლი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით შედგით. ამის შემდეგ ვაშლი პერგამენტის ქაღალდზე დააწყვეთ, ცოტა შაქარი მოაყარეთ და 2-3 დღე გასაშრობად დატოვეთ. ამ მიზნით ჩირის ელექტროაპარატი ან ღუმელის ვენტილიატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ – რამდენიმე საათით ასეთი გაშრობა საკმარისი იქნება.

მზა არომატული ნაჭრები პლასტმასის ან მინის ქილებში მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ასეთი გემრიელი დესერტი ზამთრამდე არ გასტანს. ოჯახის წევრები ძალიან სწრაფად და სიამოვნებით შეჭამენ.

შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ამ მეთოდით მშრალი ჯემი სხვა ხილისგან მოამზადოთ: ქლიავის მშრალი ჯემი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *