მოხარშული ვაშლი ქილებში. ძალიან მარტივი რეცეპტი

Spread the love

მოცემული ინგრედიენტები გათვლილია 2 კგ ვაშლზე:

  • 2 კგ პატარა ზომის ვაშლი
  • 3 ლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 150 გ თაფლი
  • ვაზისა და მოცხარის ფოთლები

მომზადება:

კარგად გარეცხეთ ვაშლი და მოათავსეთ ემალის ქვაბში. აურიეთ მარილი, შაქარი და თაფლი წყალს, მიიყვანეთ დუღილამდე და დაუწიეთ ტემპერატურას. გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე დაასხით ვაშლებს.

დაამატეთ ვაზისა და მოცხარის ფოთლები. დაადეთ ზევიდან თეფში და დააწექით მასას. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 2 კვირა.

ვაშლები გასტერილებულ ქილებში ჩააწყეთ. წამოადუღეთ წვენი და ჩაასხით ქილებში. ბოლოს მოხუფეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *