როგორ მოვამზადოთ სალათი “ნეპტუნი”?

Spread the love

ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულიძალიან გემრიელი და სასიამოვნო სალათი. ცუდ დღესაც უდავოდ მოგიყვანთ კარგ განწყობაზე. მზადდება ადვილად, სასურველია მიირთვათ ერთ ბოკალ ცივ თეთრ ღვინოსთან ერთად.

რა დაგვჭირდება?

-კრევეტი 400 გრ.
-კალმარი 300 გრ.
-კიბორჩხლის ჩხირები 250 გრ.
-ქათმის კვერცხი 5 ცალი
-წითელი ხიზილალა 150 გრ.
-პატარა პომიდორი 5 ცალი
-მაიონეზი
-მარილი
-კამა 1 შეკვრა
-მწვანე ხახვი 1 შეკვრა

პირველ რიგში გაფილტრეთ წყალი ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოთლის წყალი. აიღეთ ორი ქვაბი, ორივე აავსეთ წყლით და აადუღეთ, ადუღებისთანავე დაამატეთ მარილი. ერთ ქვაბში ჩაყარეთ კრევეტი ხოლო მეორეში კი კალმარი. მოსახარშად საჭიროა 5 წუთი.
ორივე ქვაბიდან გადაღვარეთ წყალი, კალმარი მოათავსეთ რაიმე ღრმა სათავსში. იმის შემდგომ რაც გაწმინდავთ კრევეტს, მათგან 150-200 გრამი ცალკე გადადეთ, ხოლო დანარჩენი გაურიეთ კალმართან ერთად.

რა თქვმა უნდა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გაწმენდილი გაყინული კრევეტი, რომელსაც მხოლოდ მოხარშვა სჭირდება. მაგრამ ჩემი აზრით თერმული დამუშავების შემდგომ კრევიტი კარგავს საკუთარ გემოვნებას. ქათმის კვერცხიც უნდა მოვხარშოთ და გავფრცხვნათ. შემდგომ წვრილად დავჭრათ კვერცხი და მოვათავსოთ მოხარშულ ზღვის პროდუქტებთა, შიგ ასევე დავამატოთ დაჭრილი კიბორჩხლის ჩხირები და 150 გრამი წითელი ხიზილალა.

გავრეცხოთ კამა, მწვანე ხახვი და პომიდორი. მწავნილი ნაწილი ჩავყაროთ სალათში. ყველა ინგედიენტს უკვე შეგვიძლია დავამატოთ მაიონეზი და მოვურიოთ. აუცილებლობის შემთხვევაში დავამატოთ მარილიც. თეფშზე დასხმულ სალათს შეგვიძლია დავამატოთ გადადებული კრევეტი და მის შუაში მოვათავსოთ მწავლი და პომიდორი (როგორც სურათზეა გამოსახული).

გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *