მოდის ახალი წელი, საოცრებებისა და ჯადოსნობის დროა. დაე ნუშის ნამცხვარი გახდევა ახალი საოცრება ამ ახალ წელს. წაიკითხეთ რეცეპტი და განჭვრიტეთ ის სიამოვნება რასაც მიიღებთ ნამცხვრის დაგემოვნებით.
რა დაგვჭირდება?
ფქვილი – 200 გრამი
გასრესილი ნუში – 150 გრამი
კარაქი – 130 გრამი
შაქარი – 150 გრამი
კვერცხი – 1 ცალი
მურაბა ან ჯემი თქვენი სურვილისამებრ
1 პწკენა ვანილი
დასაწყისისთვის უნდა ავურიოთ და გავსრისოთ კარაქი, შაქარი და ვანილი, რომ მივიღოთ კრემის მაგვარი მასა. ჯობია ავთქვიფოთ ალუმინის ჭურჭელში ან უბრალო ქვაბი ან ჯამიც გამოგვადგება. ათქვეფამდე შეგვიძლია ცოტათი გავაცხელოთ ჭურჭელი და ის რითიც ავთქვიფავთ მას. ასე ჩვენ მოვიგებთ დროს, სანამ ვთქვიფავთ ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
მიღებულ კრემში უნდა დავამატოთ კვერცხი და ნუში. კარგად ავთქვიფოთ ეს ყველაფერი, სანამ მიღებული სუბსტანცია კონსისტენციით არ დაემსგავსება კეფირს.
გავცაროთ ფქვილი და დავამატოთ მიღებული ნარევი. ყველაფერი კარგად გადავზელოთ რომ არ იყოს რაიმე კოპები. საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ერთგვაროვან ცომს შემდგას ფქვილისგან, კვერცხისგან, კარაქისგან, შაქრისგან, ვანილისგანა და ნუშისგან.
საცხობ სინზე ჯერ მოვათავსოთ გამოსაცხობი ქაღალდი. ცომისგან გამოვჭრათ პატრა რგოლები, მოვათავსოთ ქაღალდზე და გავაპრტყელოთ. ჩაის კოვზით ყოველ გაპრტყელებულ ცომში, შუაში გავუკეთო ჩაზნექილობა რაშიც მოვათავსოთ ჯემი. ძალიან არ გაერთოთ ამით, და აკურატულად ცოტა ჯემი მოათავსეთ, თორე ბევრის შემთხვევაში შეიძლება გამოცხობისას გადმოვიდეს. სინი ღუმელში მოვათავსოთ 15-20 წუთით. განუმეპრებელი და სასიამოვნო სუნით თქვენ იგრძნობთ თუ როდის იქნება გამოცხვება ნამცხვარი. შეგიძლიათ მიირთვათ კაკაოსთან ან ცხელ შოკოლადთან.
გემრიელად მიირთვით!