როგორ ავარჩიოთ მარწყვი ყიდვისას?

მარწყვი
Spread the love

ზაფხულიც მოვიდა და ბევრს სურს გასინჯოს რაიმე გამაგრილებელი და ზაფხულის არომატით. მეგობრებო, მარწყვის მარცვლები ძალიან მარგებელი პროდუქცია. ისინი შეიცავენ ბევრ ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მჟავას, არომატიზირებულ ნივთიერებებს და ა.შ. რაც დადებით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. და აი დახლებზე გამოჩნდა პირველი მარწყვი – როგორ არ უნდა იყოს კაცმა? 🙂 ყიდვისას აუცილებელია მისი სწორი შერჩევა, რაშიც მე დაგეხმარებით.

მარწყვის ყიდვისას – შეამოწმეთ: მარცვლები უნდა იყოს ახალ დაკრეფილი არა უმეტეს 2 დღისა. ისინი უნდა გამოიყურებოდნენ მკვრივედ, კაშკაშა წითელი ფერის, არა უნდა ჰქონდეთ ლაქები ან შავი წერტილები. “ბნელი” მარცვლების ყიდვა არ ღირს რადგან ისინი შეიძლება იყოს დამუშავებული ნიტრატით.

არჩევისას უპირველესად ყურადღება მიაქციეთ მის არომატს. მარცვლები არომატის გარეშე ” არა სწორი” მარწყვია. სავარაუდოდ ხიმიკატებით იქნება გამოზრდილი. იყიდეთ აუცილებლად ყუნწებთან ერთად, რადგან იგი ესეთ მდგომარეობაში უფრო დიდ ხანს იქნება ახალი. საშუალო ზომის მარცვლები უფრო ტკბილიაა, ვიდრე დიდი ზომის მარცვლები.

იმ ადგილას სადაც მარწყვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დევს, უნდა ემჩნეოდეს მისი წვენის ნაკვალები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროდუქტი გენომოდიფიცირებულია ან გაზრდილია მძიმე აზოტური სასუქით. გარეცხილმა კარგმა მარცვლებმა უნდა გაუშვან წვენი რამოდენიმე საათში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დამუშავებულია ქიმიკური პრეპარატებით.

მარცვლეულზე ის ფაქტიც უნდა ვიცოდეთ რომ იგი შეიძლება იყოს ძლიერი ალერგენი. ერთ ჭამაზე, არ შეიძლება მისი კილოგრამებით შესანსვლა 🙂 მითუმეტეს როცა სეზონზე პირველად იყიდით. პირველად საკმარისია ერთი მუჭის დაგემოვნება. ალერგია შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, რის შემთხვევაშიც არაა სასურველი მარწყვით კვება.

ისარგებლეთ ამ რჩევით და პირველი საზაფხულო სიამოვნება (მარწყვით) გარანტირებული გექნებათ! 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *