მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 73. მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 73. მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე
Spread the love

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი – like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის” მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
————————————————————————–
„მწარე პოდკასტის” 73-ე, მოკლე, ბიოგრაფიული ეპიზოდი, აქემენიანთა იმპერიის გამოჩენილ ბერძენ მხედართმთავარს, მემნონ როდოსელს ეხება. პოდკასტში განხილულია აქემენიანთა იმპერია ძვ.წ. IV საუკუნეში; როდოსელი ძმები მემნონი და მენტორი იმპერიის სამსახურში; სპარსელი პრინცესა ბარსინე; მცირე აზიის სატრაპების აჯანყება; მემნონის ცხოვრება მაკედონიაში ფილიპე II-ს კარზე; მომავალი მოწინააღმდეგეების პირისპირ შეხვედრა; მენტორის წარმატებები ეგვიპტეში და როდოსელი ძმების დაბრუნება სპარსეთის სამსახურში; მემნონი ფილიპე II-სა და პარმენიონის წინააღმდეგ; ალექსანდრეს ლაშქრობის დასაწყისი და მსჯელობა სპარსელთა სამხედრო საბჭოზე; მემნონის სტრატეგია და მაკედონელთა შეჩერების გეგმები; გრანიკოსის ბრძოლა; ჰალიკარნასის დაცვა; მემნონის კავშირები სპარტასთან და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობები; მემნონის ნაადრევი სიკვდილი და ალექსანდრესგან სპარსეთის იმპერიის დაპყრობა.
Music credits
Windaspe – Vangelis – Titans [Cover]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *