ლევან ასათიანი 2004 წლიდან მუშაობს ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით (ილუსტრაცია, გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი). განხორციელებული აქვს სხვადახვა პროექტები როგორც პრინტ დიზაინში (ჟურნალი ანაბეჭდი, ჟურნალი MODI TO GEORGIA, ესტონური ჟურნალი LOOK და ა. შ.) ასევე WEB დიზაინის მიმართულებითაც (Europe House, სტუდია Monitori, თსუ-ს ვებგვერდი). ლევან ასათიანმა 2010 მეგობრებთან ერთად დაარსა ონლაინ ჟურნალი WAS, იგი დღემდე ამ ჟურნალის არტ დირექტორია. ლევან ასათიანი ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობდა ისეთ კმპანიებთან როგორიცაა საქართველოს ბანკი, ჟურნალი ტაბულა, ჟურნალი ლიბერალი, კაზინო აჭარა, თელიანი ველი და სხვა.
2011 წლიდან იგი კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადახვა უნივერსიტეტებში (CSB, UG, GIPA).