ჩაი პირველად ნახსენებია 770 წ. ჩვ.წ.აღრ. ჩინელი ჩჯოუგუნის წიგნში, სადაც აღწერილია ჩაის
სასარგებლო თვისებები. საქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30-იან წლებს
ასახელებენ. იმ დროისათვის მეჩაიეობას მხოლოდ მისი მოყვარულები და ენთუზიასტები
აწარმოებდნენ. ჩაის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ჩინეთიდან და მას ასეთი პატარა
ისტორია ახლავს. თავადმა მიხა ერისთავმა პირველად ნახა ჩაის კულტურა ჩინეთში, დააგემოვნა მისი
ნაყენი და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც იგი ცხოვრობდა (ქ.ოზურგეთის მახლობლად)
ძალიან გავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს. გადაწყვიტა იგი საქართველოში შემოეტანა და
გაეშენებინა. იმ პერიოდისთვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა სასტიკად აკრძალული
იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსში ჩაალაგა და ასე გადმოიტანა ჩინეთის
საზღვარზე. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. შემდგომში კი
აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჩაი მსოფლიოში ცნობილია თავისი საუკეთესო შემადგენლობითა და
თვისებებით. ცოტა მოგვიანებით, თავადმა ერისთავმა პირველმა წაიღო ქართული ჩაის ნიმუში 1864
წელს სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის საერთაშორისო გამოფენაზე; სწორედ ეს ნიმუში დაედო
საფუძვლად მსოფლიოში ქართული ჩაის აღიარებას.
ჩაი – ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში წყალის შემდეგ ნებისმიერი ჩაის, ეს იქნება
შავი თუ მწვანე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს. ჩაიში დაახლოებით 300 სასარგებლო ნივთიერებაა
აღმოჩენილი. მის შემადგენლობაში შედის: ფენოლის ნაერთები, კატეხინები, პექტინური
ნივთიერებები, სპირტი, მჟავები (ქარვამჟავა, ლიმონმჟავა, რძემჟავა), ამინომჟავები, პურინის
წარმოებული (კოფეინი, გუანინი, ადენინი, თეოფილინი, თეობრომინი), პიგმენტები, ვიტამინები,
ფერმენტები, მინერალური და არომატული ნივთიერებები, აგრეთვე ცილები, ცელულოზა,
სახამებელი, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და სხვა.
შავ და მწვანე ჩაის გააჩნია სხვადასხვა ექსტრაქტული ნაერთები. ცნობილია, რომ მწვანე ჩაიში
უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა.
ჩაი შეიცავს 15-30% მთრიმლავ ნივთიერებას ტანინს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი
ფინჯანი ჩაი შეიცავს 40 მგ. კოფეინს, მაშინ, როდესაც ერთ ფინჯან ახლადმოდუღებულ ყავაში
კოფეინი 85მგ. – ია?
ჩაი – უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ “ასი დაავადების წამალი”. ჩაის
სამშობლოში – ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი, და შედარებით
გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგროც ჩვეულებრივი სასმელი.
ჩაის ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის საწინდარია; ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა
დაავადებისგან; ამაგრებს სისხლძარღვებს და კაპილარებს, ხდებიან რა ისინი უფრო მოქნილი და
ელასტიურები; მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზში და ხელს უშლის ცხიმების
დაგროვებას და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში; ხელს უწყობს
სისხლის მიმოქცევას, აფართოვებს და წმინდავს ტვინის და გულის სისხლძარღვების კაპილარებს;
ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას; ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თამოყრილ
ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცილების ნაერთებს; ჩაი – არაჩვეულებრივი ოფლმდენი
საშუალება გაციების დროს; მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს
სიცხისგან; ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრიმლავი, ანტისეპტიკური და
ანტიბაქტერიული მოქმედება; ანეიტრალებს ტოქსინებს; კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა
ტიპის ბაქტერიებს; შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა)
რომელიც აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის; ის უებარია კბილის ტკივილის
დროს და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს.
ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემას
და თირკმელებს; მას ახასიათებს სისხლის შემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული
მოქმედება; მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანვა. ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს
შეხორცებას.
ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს, და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც;
რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
ჩაის აქვს თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიოაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები,
ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი.
ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების,
ტრაქეიტების და ფილტვების ანთების დროს.
ცხელი ჩაი სურდოს და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის,
ტონზილიტების და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს.
ჩაის უნიკალური თვისებაა ასევე ის, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ
სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი
ინფორმაციის ათვისებას.