მოცემული პოსტი სასმელების მოყვარულებს ძალიან გამოგადგებათ. მე თქვენ გასწავლით სუიციდის მომზადებას. არ იფიქროთ, რომ თვითმკვლელობას გასწავლით. გამოცადეთ საკუთარი თავი ან მეგობრები, თუ რამდენად ამტანები არიან სასმელთან დამოკიდებულებაში. მისი მომზადების პრინციპი მარტივია.
სუიციდის მომზადების ინსტრუქცია:
თქვენ დაგჭირდებათ: ცარიელი ბოთლი – მინიმუმ 750 გრამიანი, ყინულის ნატეხები და არყის ჭიქა.
ინგრედიენტები: ტეკილა, რომი, კონიაკი, არაყი, ცხარე სოუსი.
1. აიღეთ ცარიელი ბოთლი. ბოთლის ზომა თქვენზე და თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული ოპტიმალურია 750 გრამი;
2. ჩაასხით მასში სტანდარტული ჭიქის 2/3 ტეკილა, ასევე 2/3 რომი, 2/3 კონიაკი და 2/3 არაყი;
3. აიღეთ ცხარე სოუსი და ჩაასხით იგი ბოთლში (4-5 წვეთი);
4. კარგად შეანჯღრიეთ ნაზავი;
5. ნაზავის გაციების შემდეგ, აიღეთ არყის ჭიქა და ჩადეთ მასში ყინულის ნატეხები;
6. ყინულს ცოტა გადნობა დააცადეთ და დაასხით თქვენი მომზადებული სასმელი.
სუიციდი მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ.