საქართველოში ძალიან პოპულარულია აზარტული თამაშები: ტოტალიზატორი, პოკერი, სლოტები, რულეტკა და ა.შ. აზარტული თამაშების პოპულარიზაციას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ძალიან მოხშირდა ონლაინ ტოტალიზატორები და კაზინოები.
რულეტკა, სლოტები
სლოტები, რულეტკა და მსგავსი თამაშები რომლის თამაშის დროს აპარატს (მანქანას) ეთამაშები განკუთვლია უაზროდ ოპტიმისტი ადამიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ აპარატს დაამარცხებენ (მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გარკვეული თანხა მოიგო, მაგრამ აპარატთან თამაშის დროს გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად წააგებთ).
პოკერი
რაც შეეხება პოკერს – პოკერმა უკანასკნელი ერთი წელია რაც ფეხი მოიკიდა საქართველოში და აქტიურად თამაშობს მას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიუხედავად იმისა, იციან თუ არა აღნიშნული თამაში. პოკერის თამაშის ცოდნაში მხოლოდ კომბინაციების ცოდნას არ ვგულისხმობ, რომლის მიხედვითაც დღეს ქართველი მოთამაშეთა უმრავლესობა თამაშობს. კომბინაციის ცოდნის გარდა გასათვალისწინებელია უამრავი ნიუანსი. მაგალითად, თანხა როდის გაზარდო, მთელი ფული როდის ჩახვიდე და ა.შ. ცოდნასთან ერთად პოკერში (საქართველოში სადაც მოტამაშეთა 90% თუ მეტი არა ონლაინ პოკერს თამაშობს) გარკვეულწილად RNG – ზე (Random Number Generation) არის დამოკიდებული, რომელიც იდეაში შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს კარტს მოთამაშეებს შორის. RNG – ც ისეა მოწყობილი რომ ცდილობს ყოველთვის ერთ ადამიანს არ მოაგებინოს და კარტსაც შესაბამისად არიგებს.
ყველაზე გამორჩეული აზარტული თამაში, სადაც შეგიძლია საკუთარი სიძლიერე და ცოდნა გამოამჟღავნო არის ტოტალიზატორი. თუ გინდათ ტოტალიზატორს მოუგოთ ამისთვის დაგჭირდებათ საწყისი კაპიტალი და მყარი ნერვები.
ტოტალიზატორი
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოთამაშეთა უმრავლესობა აგებს, ეს აქსიომაა (ასე რომ არ იყოს უბრალოდ ტოტალიზატორები ამ ფორმით არ იარსებებდნენ). აგებს ის ვინც არასწორად თამაშობს, წააგე? ე.ი რაღაც არასწორად გათვალე, არ აქვს მნიშვნელობა შემდეგ წუწუნს – აუ, ერთმა გუნდა “გამიმაზა” (ეს ლუზერების საფირმო ფრაზაა), რა ითამაშეს ეს უეჭველი გაყიდული ჰქონდათ თამაში (კიდევ ერთი ლუზერების ფავორიტი ფრაზა), ბენზემას ნაცვლად იგუანი უნდა შემოეყვანა, იანგის ნაცვლად ნანი უნდა ეთამაშებინა და ა.შ (ეს უკვე პროფესორების ფრაზებია და არც კი რცხვენიათ და 100%-ით დარწმუნებულები გელაპარაკებიან და გიხსნიან, რომ მოურინიომ და ფერგიუნსონმა არ იციან და ამათ იციანი რა და როგორ უნდა შეცვალო მოედანზე, არადა რომ უყურებ ისეთი არსებები არიან, რომ იფიქრებ მწვრთნელობაში და ტაქტიკურ განსწავლულობაში კი არა ხის თლაშიც კი ვერ შეედრებიან ჯომო სონოსაც (კლუბ ჯომო კოსმოსის მწვრთნელი და მფლობელი) კი.
თუ გინდათ, რომ ზემოთ აღწერილი ლუზერების და პროფესორების უდიდეს არმიას, რომლებიც ყველა ტატალიზატორში ძალიან ბევრნი არიან, თქვენც არ შეურთდეთ (თუ უკვე არ ირიცხებით მათ რიგებში) ტოტალიზატორს უნდა ეთამაშოთ გარკვეული სისტემით. რა სისტემაც არ უნდა აირჩიოთ, სპორტში უნდა ერკვეოდეთ რათა მოუგოთ ტოტალიზატორს, შესაძლებელია სპორტში საერთოდ ვერ ერკვეოდე, მაგრამ მაინც დაამარცხო სისტემის მეშვეობით ტოტალიზატორი, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო დიდი კაპიტალი და შესაბამისად უფრო ძლიერი ნერვები დაგჭირდებათ.
მომგებიანი სისტემა
არსებობს სისტემათა ძალიან ბევრი სახეობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული და ეფექტური ე.წ პირამიდაა, ძალიან ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ გამოუცდია და უთამაშია პირამიდა, მაგრამ იმაშც დარწმუნებული ვარ, რომ არასწორად თამაშობდით. თქვენ ალბათ ირჩევდით რომელიმე გუნდს ან უკეთეს შემთხვევაში პირამიდის მეთოდით მიყვებოდით X – ებს რომელთა ფსონი არ უნდა ყოფილიყო 3-ზე ნაკლები.
ამ სტატიაში გთავაზობთ პირამიდის შემდეგ ტიპს თქვენ ირჩევთ რამოდენიმე გუნდს უმჯობესია 2-3, ამ გუნდების კოეფიციენტების ნამრავლი უნდა აღემატებოდეს 3-ს, და შესაბამისად პირამიდის მეთოდით დებთ თანხას. მაგალითად:
პირველი ეტაპი: 3-კოეფიციენტზე დებთ 1 ლარს (მოგება 3 ლარი თქვენი სუფთა მოგებაა 3-1=2 ლარი – თუ წააგებთ აგრძელებთ);
მეორე ეტაპი: 3-კოეფიციენტზე დებთ 2 ლარს (მოგება 6 ლარი თქვენი სუფთა მოგებაა 6-1-2=3 ლარი – თუ წააგებთ აგრძელებთ);
მესამე ეტაპი: 3-კოეფიციენტზე დებთ 4 ლარს (მოგება 12 ლარი თქვენი სუფთა მოგებაა 12 -1-2-4=5 ლარი – თუ წააგებთ აგრძელებთ)
შემდეგ კი დებთ 8, 16, 32, 64, 128, 256 და ა.შ თანხებს, მანამდე სანამ არ მოიგებთ, როდესაც მოიგებთ თუნდაც 4 ლარზე, ამ ყველაფერს ისევ თავიდან – 1 ლარით იწყებთ.
1 ლარით დაწყება და 3 კოეფიციენტზე დადება არ არის სავალდებულო, თუ თქვენ უფრო დიდი საწყისი კაპიტალი გაქვთ.
შეგიძლიათ საწყის თანხად აიღოთ 10 ლარი, წაგების შემთხვევაში თანხას აორმაგებთ და დებთ 20 ლარს, კიდევ წაგების შემთხვევაში დებთ 40 ლარს და ა.შ და როდესაც მოიგებთ მერე კვლავ თავიდან ანუ 10 ლარიდან იწყებთ თამაშს.
რაც შეეხება კუშს – ის თუ უფრო მაღალი იქნება ამ შემთხვევაში მართალია მოგებას გაზრდით, მაგრამ პროპორციულად იზრდება თქვენი წაგების ალბათობაც.
ასევე თქვენ შეგიძლიათ ეს სისტემა ითამაშოთ რანმოდენიმე ვარიანტად, მაგ: პირველ ვარიანტში საწყისად აიღებთ 1 ლარს და 5 კოეფიციენტს, ხოლო მეორე ვარიანტად 10 ლარს და 3 კოეფიციენტს, თითოეულ ვარიანტზე ინდივიდუალურად გააორმაგებთ თანხას მანამ სანამ არ მოიგებთ, რომელ ვარიანტსაც მოიგებთ იმ ვარიანტს თავიდან დაიწყებთ.
უარყოფითი მხარეები:
- ერთი ციკლის ვადიანობა;
- ფულადი კაპიტალის უკმარისობა;
- ნერვიულობა.
დადებითი მხარეები:
- აუცილებლად მოგება.