თუ სახლში გაქვთ რაიმე ვერცხლის ნაკეთობა, რომელიც დაფარულია შავი ლაქებით ან აღარარის ისეთი ბზინვარე, როგორიც ადრე იყო, სცადეთ ქვემოთ მოყვანილი ხერხი და დაუბრუნეთ მას ძველებური ელფერი.
რა დაგვჭირდება: სოდა, წყალი, ქვაბი, გაზქურა.
ქვაბში ჩაასხით წყალი, აავსეთ ნახევრამდე (ისე, რომ ვერცხლის ნაკეთობა ბოლომდე დაიფაროს წყლით) და დადგით ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება გაზი არ გამორთოთ, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სოდა, მოურიეთ და ჩადეთ ვერცხლის ნაკეთობა. 10 წამის მერე ამოიღეთ და თუ მაინც დარჩა შავი ლაქები გაწმინდეთ კბილის ჯაგრისით და პასტით.