დღეისათვის ბევრი ადამიანი ვერ არჩევს ორიგინალ საათს ყალბისგან, ამიტომ სანამ საათის ყიდვას გადაწყვეტთ სასურველია გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.
დღესდღეობით აყალბებენ ყველაფერს, მითუმეტეს ცნობილ ბრენდებს. მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა შვეიცარიული საათები და იტალიური მექანიზმები.
შვეიცარიული საათის ყიდვისას დარწმუნდით, რომ მასზე არის წარწერა “Swiss Made” ან “Swiss Movement”. წარწერა უნდა იყოს დატანილი ასოთა შესაბამისი თანმიმდევრობით და არა სხვაგვარად.
ყალბი საათები უბრალოდ დაშტამპულია შემდეგი წარწერებით: “Made in Switzerland” ან “Made in Swiss”. აგრეთვე, თუ თქვენ აპირებთ მაჯის საათის შეძენას ოქროს დეტალებით, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სინჯის არსებობას. ფაბრიკა, რომელიც ასეთ საათებს უშვებს აუცილებლად მიუთითებს სინჯს, თანაც ეს უნდა იყოს 18-კარატიანი ოქრო.
იაპონური საათების ყიდვისას პლასტმასის კორპუსით, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ფერზე და ფორმაზე. ასევე საათის ყიდვისას თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტი ან პასპორტი, რაც დაამტკიცებს საათის ორიგინალობას.
აგრეთვე, თუ თქვენ ყიდულობთ ხელნაკეთ შვეიცარულ საათებს, დააკვირდით, რომ მასზე დატანილი იყოს შტამპი ან ხელმოწერა, “დაბეჭდილი” საათის ავტორისგან. შვეიცარიაში არის ასეთი ტრადიცია: თუ საათები იწყობა ხელით, პროფესიონალი მესაათებისგან და საათები გამოშვებულია განსაზღვრული რაოდენობით, მაშინ მათზე აუცილებლად ისმევა გრავირებული ხელმოწერა თვით მესაათისგან.
გახსოვდეთ, რომ ორიგინალი მაჯის საათები ვერ ეღირება ძალიან იაფი მიუხედავად აქციებისა და ფასდაკლებებისა.
ქართულ ბაზარზე ყველაზე ხშირად შემოაქვთ როლექსის ფირმის გაყალბებული საათები. ამიტომ საათის შეძენამდე დააკვირდით შემდეგ მინიშნებებს, რისი შემჩნევაც ძალიან ადვილია შეუიარაღებელი თვალითაც:
1. ზომა და წონა-ორიგინალი როლექსის საათები მტკიცე და ხარისხიანია, შესაბამისად მძიმეც.
ყალბი საათები გაკეთებულია იაფი მასალებით და ამიტომ ჩანს ძალზედ მსუბუქი.
2. წამების ისრის მოძრაობა- წამების ისარი ორიგინალი როლექსის საათებში მოძრაობს რბილად მუდმივი სიჩქარით, გაყალბებულ ვარიანტებში ეს ასე არაა.
3. კორპუსის სერიული ნომერი-სერიული ნომერი შეგიძლიათ იპოვოთ კორპუსის გვერდითა ნაწილზე. ორიგინალ საათებზე ეს ნომერი ამოყვანილია სრული სიზუსტით, ხოლო ყალბ საათებზე კი ჩანს ბუნდოვნად ან გათხაპნილად.
4. თუ ამ ნიშნებთან ერთად გამყიდველი საათს 50 ლარზე ნაკლებ ფასში ყიდის და ამტკიცებს ორიგინალიაო, მაშინ შეგიძლიათ თამამად თქვათ უარი, რადგან ასეთი საათი 100%-ით ყალბია.