როგორ დავძლიოთ აეროფობია (ფრენის შიში)

ფრენის შიში
Spread the love

აეროფობია აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს. მიზეზები, რომლის გამოც შეიძლება გაჩნდეს ფრენის შიში მრავალფეროვანია-პირველად გაფრენის შიშიდან დაწყებული ავიაკატასტროფის შიშით დამთავრებული.

ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ თვითმფრინავით ფრენა უსაფრთხოა, არ შეუძლიათ დადებით სტატისტიკებს, მეგობრების გამოცდილებას, გონივრულ არგუმენტებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად თვითმფრინავით ფრენის ეშინია ყველა ადამიანს, მაგრამ ზოგიერთს შეუძლია საკუთარი თავის დამშვიდება და შიშის დაძლევა ფრენის დროს. ზოგიერთს ეს თვისება არ გააჩნია, ამიტომ პანიკაში ვარდება სიტყვა “თვითმფრინავი”-ს გაგონებაზეც. ამიტომ აეროფობიის დაძლევისას მნიშვნელოვანია სწორედაც რომ თვითდამშვიდების შესწავლა.

ყველასათვის ცნობილია, რომ შიშს გააჩნია ფიზიოლოგიური გამოვლინება, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, ცახცახი, სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სიმპტომები, რეკომენდირებულია გაფრენამდე კარგად გამოძინება, კუჭის განთავისუფლება და ცოტა წახემსება. აგრეთვე, საჭიროა თვითმფრინავში გეცვათ თავისუფალი და მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც ხელს არ შეუშლის სისხლს თავისუფლად მოძრაობაში. ასეთ ტანსაცმელში თქვენ იქნებით კომფორტულად, რაც საშუალებას მოგცემთ არ გაამწვავოთ თქვენი მდგომარეობა.

იმისათვის, რომ თქვენი ტვინი არ იყოს დაკავებული შიშებით, საჭიროა დაკავდეთ რაიმე სასარგებლო საქმით. მაგ. შეგიძლიათ შეავსოთ კროსვორდები, წაიკითხოთ წიგნები და ჯურნალები, უყუროთ ფილმს. თუ თქვენი გაფრენა დაკავშირებულია ბიზნესთან, გადახედეთ დოკუმენტებს, თუ დასვენებასთან-დაგეგმეთ თითოეული დღე და წუთი. ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და დროც სწრაფად გაივლის.

აგრეთვე კარგია ურთიერთობა. გაიცანით თქვენი მეზობლები, ელაპარაკეთ ნებისმიერ თემაზე-სამსახურზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, დასვენების გეგმებზე. ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ, რომ თვითმფრინავში ხართ.

აგრეთვე აუცილებელი არაა პანიკაში ჩავარდნა სხვადასხვა მიზეზების გამო. არ უსმინოთ ძრავის მუშაობას (თქვენ ხომ მაინც არ იცით როგორ უნდა მუშაობდეს სწორად), არ დაიწყოთ სხვების სახის შესწავლა და მათში პანიკის ამოცნობა, მოდუნდით და დამშვიდდით. ყოველდღიურად ცაში ფრინდება ასიათასობით თვითმფრინავი და ყველა უსაფრთხოდ აღწევს დანიშნულ ადგილამდე, ამიტომ თქვენ არაფერი მოგივათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *